შეწყვიტე საკუთარი თავის სხვასთან შედარება!დილის მოტივაცია.

0
შედარება თავს ხშირად ძალიან ცუდად გვაგრძნობინებს ხოლმე, ამიტომაც გთავაზობთ მიზეზებს, თუ რატომ არ ღირს სხვებს შევედაროთ:

ყველას განსხვავებული საწყისი აქვს!

თქვენ შეიძლება ახლა სწავლობდეთ გოლფის თამაშს და ედრებოდეთ თქვენს მეგობარს, რომელიც უკვე 10 წელია ამ თამაშს თამაშობს. შეიძლება, სტუდენტი ხართ, რომელიც საკუთარ B შეფასებას მათემატიკაში იმ სტუდენტის A+ შეფასებას ადარებს, რომლის ორივე მშობელი მათემატიკის პროფესორია. თქვენ არ შეგიძლიათ, შეადაროთ პროგრესი, შედეგი ან წარმატება მანამ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ საწყისი მდგომარეობები თანაბარია.

ყველა ადამიანი უნიკალურია!

ზოგიერთი ადამიანი მაღალი IQ-თი არის დაბადებული. ზოგი ბავშვობიდანვე კარგად ხატავს, ზოგიც კი მათემატიკის ამოცანებს წამებში ხსნის. ჩვენ, ყველა ინდივიდუალური არსებები ვართ უნიკალური ძალებით, უნარებითა და ნიჭით. საკუთარი თავის განსჯა კი სხვისი ტალანტის მიხედვით აზრს მოკლებულია.

თქვენთვის ხელმისაწვდომი რესურსები და სხვა რეაურსები განსხვავდება!

თუკი ვიოლინოზე დაკვრა გსურთ და მამათქვენი მდიდარი მევიოლინეა, თქვენ დიდი უპირატესობა გაქვთ მასთან შედარებით, ვისი ოჯახიც მატერიალურად დაბალ დონეზე დგას და მუსიკაშიც არანაირი გამოცდილება არ აქვს. ამიტომაც, ხშირად, ჩვენ არ ვიცით, რომელ ადამიანს რა პირობები და მდგომარეობები დაეხმარა იმაში, რომ წარმატებისთვის მიეღწია.

ყოველთვის იქნება ჩვენზე უკეთესი ადამიანი!

სამყაროში 8 მილიარდამდე ადამიანი ცხოვრობს და საკუთარი თავისთვის იმ მიზნის დასახვა, რომ უკეთესი იყოთ, აზრს მოკლებულია. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ყოველთვის იქნება ვიღაც სხვა, ვინც უკეთესად გააკეთებს საქმეს, თუმცა, რაღაც პერიოდის განმავლობაში კვლავაც გამოჩნდება იმ სხვაზე უკეთესიც. ამიტომაც, საკუთარი მეგობრისთვის ან თქვენს წინ მდგომ ადამიანთან საკუთარი თავის შედარებას არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ეს მხოლოდ ცუდ ხასიათზე დაგაყენებთ. სწორედ ამიტომ, მიჰყევით იმ გზას, რომელზეც დგახართ და ეცადეთ, თქვენივე ნიჭის, უნარის, რესურსების წყალობით საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია იყოთ. #დილამშვიდობის #დილისმოტივაცია #ფსიქოლოგია
#ახალიამბები
#ხელოვნება
#ჯანსაღიცხოვრება
0