0
ისევ ხათუნა ფერაძის შემოქმედებიდან??? ხორცო, დაბერდი სრულიად, სულო, აკივლდი, მსპობ! არ ეპუები ღვარძლიანს, სიბერეს უკმეხს, გონჯს! არ შეგაშინოს მტარვალმა, ის ლპობადია, –გთხოვ! ყოველთვის ხორცი გაგცემს და სულის გატეხას გთხოვს! გულო, შენ დამდე პატივი, მე, უღირსსა და მგმობს, შენ შემარიგე ხორცი და სულს მოუფრთხილდი, გთხოვ! ხორცი ბერდება, ილევა, გაქცევა უნდა სულს! არ მეპუება, ურჩობს და ღალატს მაბრალებს, მგმობს! არა ვღალატობ, ვფიცავ და შენდობას ვითხოვ , ჰო! ხორცს ვერ ვერევი, უძლური, მეგონა მასაც ვფლობ... ის მიბერდება, ქრება და სული ბავშვობას მთხოვს! მეც შენ მინდიხარ, სულო და შენგან მოველი სწორს! ან შემარიგე ხორცთან და ან წამიყვანე შორს! პორტრეტისა და ლექსის ავტორი ხათუნა ფერაძე 2020წ. 10 იანვარი
#goodplaces
0