მონატრება

0
კუკუდამალობანა 💖 "ისე თოვდა, სულს ითხოვდა, საზენაოდ გახედნილს, ბებერ ცაცხვთან დამახუჭე, დასამალად წახვედი... დღეს, ბავშვობაამღერებულს ფიფქმა პირი მომბანა, დღესაც, ისე მენატრება კუკუდამალობანა. დიდხანს თოვდა, გადაგკარგეს ცერმტკაველა ფიფქებმა, ბედი, ჩუმად, სადღაც, ზემოთ, ცის დოლაბში იფქვება... უკვალავში დაგეძებდი, კვალიც ვერსად ვერ ვნახე, დამემალე და სიბერეს ხელში შემოველახე. კი არ მძინავს, ვიხუჭები და ძველ სიზმრებს მივკვალავ, ვეღარც გიცნობ, დიდხანს თოვდა და ბავშვობამ იქალა... ძლივსღა ვკონკავ დამზრალ სიტყვებს, ფიფქებივით სალექსოს, ცაცხვსაც დაღლა შეტყობია, ქართან ვეღარ ალერსობს... საზენაო სული დამაქვს, ხორცს დავათრევ სამიწეს, ისევ თოვს და ვინ რა იცის, რა და როდის რა მიწევს... დილით, სული ამიმღერდა, ქარმა დვრინით მომბანა... ღმერთო, როგორ მომენატრა კუკუდამალობანა..." /საშა გველესიანი/
0