ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს ქვები ესროლეს.

0
ზუგდიდი - თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს, რომელსაც მგზავრები გადაყავდა, გამთენიისას, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში ქვები დაუშინეს და მინები ჩაუმსხვრიეს. ავტოსატრანსპორტო გაერთიანება “გლობუსის” წარმომადგენელი დავით დიდიშვილის თქმით, რამდენიმე პირი სოფელთან დახვდნენ სპეციალურად, რომ მგზავრები დაეშინებინათ და ავტობუსის მინები ჩააემსხვრიათ. ამ ფაქტის შემდეგ აღნიშნული პირები იმავე სოფელში ავარიაში მოყვნენ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა. ისინი გადაყვანილი არიან ხობის პოლიციის განყოფილებაში. მსგავსი შემთხვევა სამგზავრო ავტობუსზე ერთი თვის წინათაც მოხდა. თვითმხილველის თქმით, ქვა მგზავრს მოხვდა, რის შედეგადაც ქალმა თავის არეში დაზიანება მიიღო და სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთ-ერთი თვითმხილველი ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს : "ამ ქვის მსროლელმა გადაურბინა სხვა მანქანას გაქცევისას და იმ მანქანის მძღოლი რომ არ დაჯახებოდა და ჩვენც რომ არ დაგვჯახებოდა, გადავიდა გზიდან და ჩავარდა თხრილში. დამტვრეულია იმ კაცის მანქანაც. მერე, როგორც გვითხრეს, დაიჭირეს ის კაცი და სხვა კომპანიის ავტობუსის მძღოლის შვილი აღმოჩნდა." კომპანია “გლობუსის” წარმომადგენელი დავით დიდიშვილი ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს : "მე არ ვიცი ვინაა დამნაშავე, ვისი შვილია. ორნი ყოფილან და მალევე დააკავეს როგორც ვიცი. რომ ესროლეს ქვა, გაიქცნენ და სიჩქარეში მოხვდნენ ავარიაში. სხვა კითხვებზე პოლიცია გასცემს ალბათ პასუხს. დარწმუნებული ვარ, ეს იმიტომ ხდება, რომ გვაქვს აქცია, კერძოდ, ის ადამიანები, რომლებიც ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით ჩვენი ავტობუსით მგზავრობენ, უკანა გზაზე უფასოდ ბრუნებიან და ეს სერვისი, ალბათ ვიღაცისთვის პრობლემაა." #ზუგდიდი #თბილისი #ქვალონი #ხობი #გლობუსი #კომპანია #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
0