Sony Playstation 5 - ანონსი და ღირებულება

0
გამომცემლობა Bloomberg-ის თქმით, Sony-ს შემდეგი ანონსი, რომელიც Playstation 5-ს უკავშირდება დაგეგმილია აგვისტოს თვეში. შესაძლოა, რომ სწორედ შემდეგ ანონსზე გავიგოთ PS-ის ფასი და გამოსვლის თარიღიც. Blooberg-თან საუბრისას ანალიტიკმა Macquarie Capital-იდან დემიენ ტონგმა განაცხადა, რომ Playstation 5 500 დოლარი ეღირება, უდისკო ვერსია კი 400 დოლარი. ამასთან ის პროგნოზირებს, რომ Sony 2021 წლის მარტისთვის უკვე 6 მილიონ კოპიას გაყიდის. მანამდე Sony-მ დააანონსა 40 წუთიანი State of Play, რომელიც 6 აგვისტოს ჩატარდება, თუმცა, კომპანიის თქმით ანონსებზე საუბარი არ იქნება. ამასთან ერთად კომპანიამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა აქსესუარები და რა პერიფერია იმუშავებს ახალ კონსოლზე.
#
#sony5
#ps5
#playstation5
#sony
0