"Instagram"-ს "TikTok"-ის ფუნქციები დაემატება

0
Facebook-მა დააანონსა პლატფორმა Instagram-ზე TikTok-ის ანალოგი ფუნქცია, სახელწოდებით Reels. ეს მოკლე ვიდეოების სერვისია, რომლებიც 15 წამს არ აღემატებიან. ვიდეოებზე შესაძლებელია ეფექტებისა და მუსიკის დადება, შენელება ან აჩქარება და ა.შ. სერვისს აქვს iOS და Android-ის მხარრდაჭერა და ხელმისაწვდომია Instagram-ის ტელეფონის ვერსიებზე. აღსანიშნავია, რომ სიახლე ინდოეთისა და ბრაზილიის მაცხოვრებლებს სატესტო რეჟიმში ჰქონდათ ოფიციალურ "რელიზამდე". ახლა კი იგი 50-ზე მეტ ქვეყანაშია გაშვებული, მათ შორის ევროზონაში, იაპონიაში, ავსტრალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. უნდა ითქვას ისიც, რომ თუ მომხმარებელი ვიდეოს შექმნის და მას "Public"-ზე დააყენებს, ნებისმიერ სხვა მომხმარებელს შეეძლება მისი ეფექტებისა და მუსიკის გამოყენება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვიდეო არ იქნება "Public"-ზე, მისი დაკოპირება შეუძლებელი იქნება რა თქმა უნდა იმ ტიპის ვიდეოები, რომლებიც სამომხმარებლო შეთანხმებას დაარღვევენ ავტომატურად დაიბლოკება და მომხმარებლებს შეეძლებათ მისი "დარეპორტება"
#egamer
#egamers
#news
#insta
#tiktok
#instagram
#მოდა
#ახალიამბები
0