3 ადამიანი დაშავდა, მახინჯაურში მოძრაობა შეფერხდა

0
ავტოსაგზაო შემთხვევა მახინჯაურში. დაშავებულია სამი ადამიანი. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მათ შორის ერთი ტაქსია. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებული პაციენტები კლინიკა მედალფაში გადაიყვანეს. პირველადი ინფორმაციით, მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. მახინჯაურის ცენტრალურ გზაზე ავტომობილების გადაადგილება შეფერხებული იყო.
0