რას სთავაზობს Mastercard -ი ბათუმში დამსვენებლებს?

0
COVID-19 პანდემიის პირობებში, რამდენიმე თვიანი კარანტინისა და თვითიზოლაციის შემდეგ, საქართველოში შიდა ტურიზმის სექტორი ამუშავდა. მოგზაურებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა აღმოაჩინონ საქართველოს დაცული ტერიტორიები, კულტურული ძეგლები და დასასვენებელი ადგილები. წინ გრძელი ზაფხული და შეუფასებელი მომენტებია. ამ დრომდე არ არის ცნობილი, როდის გახდება შესაძლებელი სხვა ქვეყნებში მოგზაურობა ან როდის შეძლებს საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას. მაგრამ ფაქტი ერთია, 2020 წლის ტურიზმის სექტორისთვის დიდი გამოწვევაა. ამიტომ, ასეთ რეალობაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმის მაქსიმალური ხელშეწყობა და სფეროს გაძლიერება.
შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, Mastercard-მა ახალი კამპანია, „სალამი ზაფხულო“ წამოიწყო. კამპანია რამდენიმე განსხვავებულ პროექტს აერთიანებს, თუმცა ძირითადი ლოკაცია აჭარაა, კონკრეტულად ბათუმი. ამ კამპანიის ფარგლებში, TKT.ge-ზე მატარებლის ბილეთის შეძენისას, Mastercard-ის ბარათის მფლობელები უფასო ინტერნეტს – 1000 ან 1500 MB-ს, მიიღებენ, რათა მათი მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული გახადოს. 1 აგვისტოდან კი, ბათუმში, ბულვარის ცენტრალურ ტერიტორიაზე Mastercard Beach Zone ამოქმედდება, სადაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ განიტვირთონ და დაძაბული თვეების შემდეგ, ზაფხულის ყველაზე ბედნიერი დღეები სწორედ აქ გაატარონ. Mastercard-ის პლიაჟი იქნება ბათუმის ყველაზე ცხელი წერტილი, სადაც სტუმრებს საღამოს დახვდებათ: კინო სეანსები, საბავშვო მოედანი, უფასო ინტერნეტი, VIP ზონა, საზაფხულო კოქტეილები, Cashless რეალობა და საუკეთესო გარემო; Mastercard Beach Zone 1 აგვისტოს, Hatsvali-ის წვეულებით გაიხსნება; შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად, Mastercard Beach Zone-ის აქტივობებში კოკა-კოლა, მაგთი და Wolt ჩაერთვებიან, რომლებიც მომხმარებლებს განსაკუთრებულ კამპანიებსა და აქციებს შესთავაზებენ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#სიახლე
#ბათუმი
#გართობა
#დასვენება
#batumidaily
წყარო - batumelebi.ge
#მოგზაურობა
#ხელოვნება
#ახალიამბები
0