გოგრის კრემ-სუპი

0

👌👌👌❤️ ინგრედიენტები:

✅გოგრა-საშუალო ზომის (1.5კგ) ✅ხახვი-1თავი ✅ნიორი-2კბილი ✅ზეითუნის ზეთი-1ს/კ ✅ნაღები-100მლ (23%) ✅წყალი-2ჭიქა ✅სანელებლები- მუსკატი, ჯინჯერი, მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

გაასუფთავეთ გოგრა, დაჭერით და მოხარშეთ(ან შეგიძლიათ ღუმელში გამოაცხოთ). ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი, დააყარეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი.მოთუშეთ სანამ არ დარბილდება და ოდნავ ფერი შეეცვლება. გოგრის რბილობი, მოთუშული ხახვი და ნიორი დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ 2 ჭიქა მდუღარე წყალი(თუ სქელია შეგიძლიათ კიდევ დაამატოთ), ნაღები და სანელებლები. აურიეთ კარგად, გადაიტანეთ საშუალო ჯამში, წამოადუღეთ 2-3წთ და მზად არის. შეგიძლიათ გააფორმოთ მოხალული, გოგრის თესლით, ნუშითა და მზესუმზირით. ძალიან უხდება გახუხული პური( ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი, დააყარეთ წვრილად დაკეპილი ნიორი, პურის ნაჭრები, ორეგანო და მობრაწეთ ორივე მხრიდან) გემრიელად მიირთვით😋🥰❤️
#გოგრისკრემსუპი
#გოგრა
#კრემსუპი
#culinary
#pumpkincreamsoup
#creamsoup
#food
#health
#ჯანსაღიცხოვრება
#ახალიამბები
0