სტალინის მოღვაწეობის შეფასება - დადებითი და ნეგატიური ასპექტები.

0
საბჭოთა კავშირის ე.წ ბელადს სხვადასხვა ადამიანები განსხვავებულად მოიხსენიებენ, ზოგისთვის ის ძლიერი პოლიტიკოსი იყო, ხოლო ზოგიერთი მას, როგორც ტირანს ისე აფასებს. დღეს მისი საქმიანობის შეფასების ერთ-ერთ მცირე ნაწილს გაგაცნობთ. ალექსანდრე ზინოვიევი მე მტკიცე ანტისტალინისტი ვიყავი 17 წლამდე, მერე გამასამართლეს სტალინზე თავდასხმის მოწყობის გამო. 1939 წელს ამის გამო რომ დავეხვრიტე, ეს იქნებოდა სრულიად სამართლიანი სასჯელი. ახლა, როდესაც ვფიქრობ, თამამად შემიძლია ვამტკიცო, რომ სტალინი იყო ყველაზე დიდი პიროვნება, უდიდესი გენიოსი პოლიტიკოსთა შორის კაცობრიობის არსებობის განმავლობაში. პარიზში ერთ-ერთ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ალჟირელი მეცნიერი, რომელმაც გაიხსენა, როგორ განიცადეს სტალინის სიკვდილი მის ქვეყანაში: “მთელი ალჟირი დათრგუნვილი იყო მომხდარით, ყველა ცხარე ცრემლით ტიროდა. ვკითხე მამაჩემს, რა ხდება-მეთქი. მამამ დამწუხრებული ხმით მიპასუხა: სტალინი გარდაიცვალაო. მე ვკითხე: ვინ იყო სტალინი? მამამ მითხრა: ეს იყო ყველა დროის ყველაზე დიდი ადამიანი დედამიწაზე. ის ხელმძღვნელობდა სსრკ-ს ყველაზე დიდ სოციალისტურ ქვეყანას. ალჟირელი პატრიოტებისათვის, რომლებმაც მილიონობით შეეწირნენ ალჟირის თავისუფლებისათვის ბრძოლას, სტალინი იყო გამარჯვების დროშა”. ლევ გუტკოვი კი ამბობს, რომ რუს ერს სჩვევია "ბელადების" მიმართ ჩაციკლვა და მათი გაიდეალება, სწორედ ასეთი ფენომენი იყო სსრკ-ში სტალინი და დღეს არის პუტინი. იგი რუსეთის სტაგნაციას სწორედ ამ ფენომენით ხსნის და სტალინს, როგორც ტირანს მოიხსენიებს, რომლის წარმატებაც, მხოლოდ საზოგადოების "ბელადომანიის" დამსახურება იყო.
0