5 “კადრსმიღმა” ფაქტი პოპულარული ფილმების შესახებ

0
1. როკი 4 სილვესტერ სტალონეს იმდენად სურდა, რომ კრივის სცენები ძალიან ნატურალური ყოფილიყო, დოლფ ლუნდგრენს სთხოვდა, მართლაც დაერტყა მისთვის. მხარში დარტყმის გამო სტალონეს ოთხი დღის განმავლობაში საგანგებო სამედიცინო მეთვალყურეობაც კი დასჭირდა. 2. შავი გედი ნატალი პორტმანი როლისთვის წლების განმავლობაში სერიოზულად ვარჯიშობდა ბალეტში და მეცადინეობის საფასურს საკუთარი ჯიბიდან იხდიდა მანამდე, სანამ ფილმის მესვეურები ინვესტორებს იპოვიდნენ. არანოვსკი ფილმის გადაღებასა და შემდგომ წარმატებას დიდწილად ნატალის თავდადებასა და ენთუზიაზმს უკავშირებს. 3. მებრძოლთა კლუბი ბრედ პიტმა და ედვარდ ნორტონმა მართლა ისწავლეს საპნის დამზადება. 4.ტერმინატორი არნოლდ შვარცნეგერი როლისთვის იარაღის ხმარებაში მთელი თვის განმავლობაში ყოველდღე ვარჯიშობდა. პირველი ორი კვირის განმავლობაში იგი აწყობდა და შლიდა იარაღებს, პარალელურად ეს მექანიკური, ავტომატური მოძრაობებით უნდა გაეკეთებინა. მსახიობი საათობით ისროდა მიზანში და ბრმად, შეუხედავად გადატენასა და ჩახმახის გამოკვრაშიც დახელოვნდა. ეს ყველაფერი მარჯვენა და მარცხენა ხელით თანაბარი ოსტატობით უნდა გაეკეთებინა. 5. გარიყული საშუალო ასაკის, ფორმადაკარგული სხეულის მქონე მამაკაცის გარეგნობის შესაქმნელად ტომ ჰენკსი არ ვარჯიშობდა და ცდილობდა გასუქებულიყო. შემდეგ ფილმის გადაღება ერთი წლით შეწყვიტეს, რათა ჰენკსს ამჯერად კუნძულზე დარჩენილ გასაცოდავებულ ადამიანს დამსგავსებოდა, ამ დროის ფარგლებში მსახიობმა 23 კილომდე დაიკლო და თმა-წვერი მოუშვა.
0