ზოგი ჩუქურთმით იფარება, ზოგი კი ხავსით...

0
ქვა, ქვაა, მაგრამ ბედისწერა განაგებს ქვასაც. ზოგი ჩუქურთმით იფარება და ზოგი ხავსით, ზოგი იქნება ობელისკი, ზოგი ბილინგვა, ზოგი სამსხვერპლო ქვა იქნება, ან ბაზილიკა. ზოგი ტირილით და ანდერძით დაიკაწრება... ქვით, ქვით აშენეს დილეგებიც და ღვთის ტაძრებიც. უმრავლესობა მხოლოდ ქვაა, ქვაა უბრალო... ესეც ბედია, ბედი, უფალო?
0