ბეირუთში აფეთქების შემდეგ ჰაერი მომწამვლელი გახდა

0
ბეირუთის პორტში მომხდარმა აფეთქებამ და ხანძარმა ჰაერში გაზებისა და ნაწილაკების გაფრქვევა გამოიწვია. მავნე ნივთიერებებმა, შესაძლოა, საფრთხე განსაკუთრებით ბავშვებისა და მოხუცებისთვის ჯანმრთელობას შეუქმნას. ორგანიზაცია Green Peace-ის წარმომადგენლები მოსახლეობას თავის დასაცავად რესპირატორული ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებენ. აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა. დაშავებულია 5 ათასამდე პირი. დაკარგულად ითვლება ასობით ადგილობრივი. მედიის ინფორმაციით, აფეთქების გამო 300 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია. "ბიბისის" ინფორმაციით ბეირუთის აფეთქება ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი არაბირთვული აფეთქება იყო მსოფლიოში.
0