0
მართლაც დიდებულია!❤❤❤ ვუცქერ და გულში ლოცვასავით ხმიანობს ერთი მშვენიერი ქართული სიმღერის მელოდია და სიტყვები - "მეც აქ ჩემი ღამე უნდა გავათენო, ჩემი საქართველო აქ არის!!!" აქვე უნებურად მახსენდება ბ-ნი მუხრან მაჭავარიანის გაოცებანარევი ნათქვამი -"სვეტიცხოველი ნუთუ მართლა არ იყო ერთ დროს, მემატიანეს ვენდოთ?!". იმავეს თქმა თამამად შეიძლება ჯვარსა და მცხეთაზე.ეს ჩვენი ქალაქი-მუზეუმია, ჩვენი სულიერების, ენისა და რწმენის აკვანი ამდენი სიწმინდე, ასეთი ისტორია ერთი პატარა ქართული ქალაქისათვის, მტკვრისა და არაგვის შესაყართან რომ დგას დარბაისლურად, დიდად საამაყოა ჩვენი მცირერიცხოვანი, მაგრამ მრავალჭირვარამგადანახადი ერისათვის!!!
#goodplaces
0