სირიაში შესაძლოა „აია სოფიას“ ზუსტი ანალოგი აშენდეს

0
სირიის ტერიტორიაზე თურქეთის ქალაქ სტამბოლში მდებარე „აია სოფიას“ (აწ უკვე მეჩეთის) ზუსტი ანალოგის აშენება იგეგმება, რომელსაც მართლმადიდებლური ტაძრის ფუნქცია ექნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ლიბანური გამოცემა Al-Modon ავრცელებს. როგორც ცნობილია მე-6 საუკუნეში აშენებული ისტორიული ძეგლის მასშტაბური ვერსია სირიის დასავლეთ პროვინციაში ჰამაში, მანამდე არსებული ბერძნული ეკლესიის ადგილზე აიგება და მის დაფინანსებაში მონაწილეობას რუსეთის ფედერაცია მიიღებს. ზემოთ აღნიშნული თურქეთის ხელისუფლების მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეტილების გაგრძელებას წარმოადგენს. ადგილობრივი უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ მეჩეთის მუზეუმად გადაკეთების ანულირება მოხდა. 537 წელს, ბიზანტიის იმპერიის დროს აგებული „აია სოფიას“ საკათედრო ტაძარი 1453 წელს, ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ მეჩეთად გადაკეთდა, ხოლო 1935 წელს, თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის საწყის წლებში ისტორიული ნაგებობა უკვე მუზეუმად იქცა. ერდოღანის ხელისუფლების მხრიდან, ივლისში, მუზეუმის კვლავ მეჩეთად გადაკეთებას საერთაშორისო საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. როგორც ცნობილია „აია სოფიას“ ზუსტი ანალოგის ასაგებად კონკრეტული ტერიტორია უკვე გამოყოფილია იმ ადგილას (ქალაქი სუქაილაბია - Suqaylabiyah), სადაც დიდი რაოდენობით ეთნიკურად ბერძნები ცხოვრობენ. არსებული ინფორმაციით, პროექტს აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანო. დეპუტატ ვიტალი მილონოვის განცხადებით, რუს მართლმადიდებელ ქრისტიანებს ზემოხსენებული ტაძრის მშენებლობის პროცესში დახმარების გაწევა შეუძლიათ. სირიის კონფლიქტში ოფიციალური ანკარა და მოსკოვი საპირისპირო მხარეს დგანან. 2011 წლიდან, კრემლის ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს, ხოლო თურქეთი ოპოზიციურ ძალებს ეხმარება. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Haghia #Sophia #Turkey #Russia #Syria #interworld ______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0