მოისყიდეს თუ არა ქობულეთში ამომრჩევლები?

0
მოქალაქე ბონდო თედორაძე Facebook-ზე ავრცელებს ფოტოს და აცხადებს, რომ ქობულეთში "ქართული ოცნების" მხრიდან ხდება ამომრჩევლების მოსყიდვა - კერძოდ, მათ ბოსტნეულს ურიგებენ. მოგვიანებით, ვიდეო გაავრცელა ტვ პირველმა, სადაც მოქალაქეები აცხადებენ, რომ პროდუქტებს მათ "ქართული ოცნება" ურიგებს. როდესაც ადგილი აქვს მსგავს ფაქტებს, მაგალითად, მოსახლეობისთვის პროდუქტის დარიგებას, ეს შეიცავს ამომრჩევლების მოსყიდვის ნიშნებს, რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, - ასე ეხმაურება ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე ქობულეთში მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგებას. ნიჟარაძის თქმით, ვიდეო, რომელსაც ტვ პირველი ავრცელებს, ამომრჩევლის მოსყიდვის შთაბეჭდილებას ტოვებს. "ჩვენ წინასაარჩევნო მონიტორინგის ორი შუალედური ანგარიში გამოვაქვეყნეთ. ორივე შემთხვევაში, ამ ეტაპისთვის, სხვა დარღვევებთან შედარებით, ყველაზე მასშტაბური ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებია, რომელიც ხორციელდება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების, მოქმედი დეპუტატებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ეს არის გავლენის მოხდენა ამომრჩევლის ნებაზე. ჩვენი წარმომადგენელი ადგილზე შეისწავლის ფაქტს და შესაბამის მხარეებს გაესაუბრება. რაც გავრცელდა პირველადი ინფორმაცია ვიდეოს სახით, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ შეიძლება, ადგილი ჰქონდეს ამომრჩევლის მოსყიდვას", - აცხადებს ნიჟარაძე. სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მოსყიდვის ფაქტებში უმეტეს შემთხვევაში ფიგურირებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#სიახლე
#ქობულეთი
#ახალიამბები
#ამომრჩეველი
#batumidaily
წყარო - formulanews.ge
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0