მთავრობა შემოდგომაზე 4 თვის კომუნალურ გადასახადებს დაფარავს - ვინ მიიღებს 300-ლარიან დახმარებას?

0
მთავ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებს ნო­ემ­ბრის, დე­კემ­ბრის, იან­ვრი­სა და თე­ბერ­ვა­ლის თვე­შიც აუ­ნა­ზღა­უ­რებს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ა­კე­თა. „იმის­თვის, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ოჯა­ხე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბის კლე­ბა, ან სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის და­კარ­გვა და­ვა­კომ­პენ­სი­როთ, მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყე­ტი­ლე­ბა კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის მხარ­და­ჭე­რის თვალ­საზ­რი­სით ეს პროგ­რა­მა გაგ­რძელ­დეს ზამ­თრის 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს იქ­ნე­ბა ნო­ემ­ბე­რი, დე­კემ­ბე­რი, იან­ვა­რი და თე­ბერ­ვა­ლი. იგი­ვე პრინ­ცი­პით რო­გორც აქამ­დე იყო - 200 კი­ლო­ვატ სა­ა­თი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და 200 კუ­ბუ­რი მეტ­რი გა­ზის მოხ­მა­რე­ბა იქ­ნე­ბა მთავ­რო­ბის მიერ კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი. ჩვენს შე­და­რე­ბით შეძ­ლე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს ექ­ნე­ბათ პროგ­რა­მუ­ლად შე­საძ­ლებ­ლო­ბა ასეთ დახ­მა­რე­ბა­ზე თქვან უარი“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ. ამას­თან, ყვე­ლა თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი, ვინც მთავ­რო­ბას 300-ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თა, მათ შო­რის ისი­ნი, ვინც წარ­სად­გე­ნი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ მო­თხოვ­ნე­ბი ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, 300-ლა­რი­ან დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღებს. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, ყვე­ლა თვით­და­საქ­მე­ბულს, ვი­საც პან­დე­მი­ის გამო პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, დახ­მა­რე­ბა სექ­ტემ­ბრამ­დე ჩა­ე­რი­ცხე­ბა. პრე­მი­ე­რის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლით თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მა სრულ­დე­ბა. „სა­ნამ და­ვი­წყებ­დეთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კრი­ზის­ში დახ­მა­რე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის მე­სა­მე ეტაპს, მინ­და გარ­და­მა­ვა­ლი კომ­პო­ნენ­ტი დღეს­ვე დავ­ხუ­როთ და ეს პროგ­რა­მა და­ვას­რუ­ლოთ. ეს გახ­ლავთ თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა. ეს პროგ­რა­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ვი­წყეთ და მთავ­რო­ბას 250 000-მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ მო­მარ­თა. თხოვ­ნით ერთჯე­რად 300-ლა­რი­ან დახ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს დახ­მა­რე­ბა 170 000-მა მო­ქა­ლა­ქემ მი­ი­ღო, ვი­საც სრუ­ლად ჰქონ­და დო­კუ­მენ­ტა­ცია შევ­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­ნამ შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­და­ვალთ, გა­დავ­წყვი­ტეთ ყვე­ლა იმ დარ­ჩე­ნილ 80 000 მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­მაც სრუ­ლად ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მო­თხოვ­ნე­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით, თხოვ­ნა და­უკ­მა­ყო­ფილ­დეს და და­ე­რი­ცხოს ეს ერთჯე­რა­დი 300 ლარი. ამით ეს პროგ­რა­მა დას­რულ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.
0