სკანდალური კრიმინალური საქმეები, რომლებიც ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების შვილებს უკავშირდება

0
მიმ­დი­ნა­რე კვი­რის ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი ამ­ბა­ვი, რო­მელ­მაც თით­ქმის ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი და პან­დე­მი­აც კი გა­და­ფა­რა, გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის, ლე­ვან თო­ფა­ძის დაჭ­რის საქ­მე აღ­მოჩ­ნდა. თე­მას რე­ზო­ნან­სუ­ლო­ბა იმა­ნაც შე­მა­ტა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი გარ­დაც­ვლი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ვაჟი ბუსა (ბე­სა­რი­ონ) ჟვა­ნია გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. ბუსა არ ყო­ფი­ლა პირ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შვი­ლე­ბი­დან, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა დროს კა­ნონ­თან პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ. შე­გახ­სე­ნებთ ყვე­ლა­ზე რე­ზო­ნან­სულ საქ­მე­ებს, რო­მელ­შიც ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შვი­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ: თა­რაშ კან­დე­ლა­კი - გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის ვაჟი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ პო­ლი­ცი­ამ გორ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე, მოკ­რი­ვე გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის შვი­ლი თა­რაშ კან­დე­ლა­კი და­ა­კა­ვა. რეს­ტო­რან "ჯო­ზეფ­ში" ახალ­გაზ­რდებს შო­რის ჩხუ­ბის დროს თა­რაშ კან­დე­ლაკ­მა 2001 წელს და­ბა­დე­ბულ ე.თ.-ს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლი ე.თ. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. ამ ეტაპ­ზე თა­რაშ კან­დე­ლა­კი და­კა­ვე­ბუ­ლია. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 3-დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. "კან­დე­ლა­კე­ბის ოჯა­ხის საზ­რუ­ნა­ვი ახლა ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაა" - თა­რაშ კან­დე­ლა­კის ად­ვო­კა­ტი. თორ­ნი­კე კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი - ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის ვაჟი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის შვი­ლის საქ­მე ორი წლის წინ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბით დას­რულ­და. კო­პა­ლე­იშ­ვილს ბრა­ლად ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა ედე­ბო­და, პო­ლი­ტი­კო­სის ვაჟი მა­შინ 18 წლის გახ­ლდათ და ამი­ტომ მას­ზე გავ­რცელ­და არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ბრა­ლი აღი­ა­რა.და­ვით კო­ბა­ლა­ძე - კობა კო­ბა­ლა­ძის ვაჟი რე­ზო­ნან­სუ­ლი აღ­მოჩ­ნდა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტის, კობა კო­ბა­ლა­ძის შვი­ლის, და­ვით კო­ბა­ლა­ძის საქ­მეც. ახალ­გაზ­რდას გა­მო­ძი­ე­ბა 24 ივ­ნისს, 5 თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ცე­მა­სა და მის­თვის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მი­ყე­ნე­ბას ედა­ვე­ბა. პარ­ლა­მენ­ტა­რის შვილს ბრა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან 17 დღე­ში, მე­დი­ით გა­სუ­ლი ანონ­სის შემ­დეგ წა­უ­ყე­ნეს. გა­მო­ძი­ე­ბა და­ვით კო­ბა­ლა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­ბა­ლა­ძე და მას­თან ერ­თად მყო­ფი კი­დევ 5 ადა­მი­ა­ნი, შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, თავს და­ეს­ხა 23 წლის ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს და სცე­მა. 6 თავ­დამ­სხმე­ლი­დან ოთხი - 23 წლის ახალ­გაზ­რდას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, ორმა კი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა. და­ვით კო­ბა­ლა­ძე 20 წლი­საა. რატი მი­ლო­რა­ვა - ეკა ბე­სე­ლი­ას ვაჟი რატი მი­ლო­რა­ვას პო­ლი­ცი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა სკან­და­ლის მი­ზე­ზი, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კო­სი დედა ამ ფაქ­ტებს ყო­ველ­თვის მის პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­ში­რებ­და. ბე­სე­ლია ამ­ბობ­და, რომ მის შვილს სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სწო­რედ დე­დის მი­მართ ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით აკა­ვებ­და. რა­ტის სა­ხელს სხვა­დას­ხვა დროს ხში­რად უკავ­ში­რებ­დნენ ამა თუ იმ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მეს. რას ყვე­ბა ეკა ბე­სე­ლი­ას ვაჟი დაჩი დარ­ჩი­ას მკვლე­ლო­ბის დღე­ზე: "ჩემი ერ­თა­დერ­თი "და­ნა­შა­უ­ლია", რომ ეკას შვი­ლი ვარ" რატი მი­ლო­რა­ვა 2013 წელს "სქაი ბარ­ში" მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში ფი­გუ­რი­რებ­და, რო­მე­ლიც მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მოხ­და. შემ­თხვე­ვის დროს ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა და­იჭ­რა, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით რატი მი­ლო­რა­ვამ გა­ნა­ცხა­და, ის უბ­რა­ლოდ ჩხუ­ბის გაშ­ვე­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. რატი მი­ლო­რა­ვა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 2009 წელს ქო­ბუ­ლეთ­ში და­ა­კა­ვეს. ეს ფაქ­ტი სა­სა­მარ­თლოს მიერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად დას­ტურ­დე­ბა. შემ­თხვე­ვა 2009 წელს ქო­ბუ­ლეთ­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მოხ­და. ეკა ბე­სე­ლი­ას ვაჟი და ეკას ძმა, სერ­გო ბე­სე­ლია ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს. ძმე­ბი გაგა და რატი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბი - ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ვა­ჟე­ბი სხვა­დას­ხვა დროს კა­ნონ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა მო­უხ­დათ ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ორი­ვე ვაჟს. ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის უმ­ცრო­სი ვაჟი, გაგა გა­ჩე­ჩი­ლა­ძე 2012 წელს და­ა­კა­ვეს. გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 239-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით წა­უ­ყე­ნეს, რაც ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ხუ­ლიგ­ნო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. საქ­მე ეხე­ბა 2012 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კაფე "გა­ლე­რე­ა­ში" მომ­ხდარ ჩხუბს, რომ­ლის დრო­საც კაფე "გა­ლე­რე­ას" დაც­ვის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი ირაკ­ლი ცინ­დე­ლი­ა­ნი და­იჭ­რა. მა­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ოც გავ­რცელ­და. დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი საჯ­დო­მის ნერვში იყო დაჭ­რი­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ლა­პა­რა­კე­ბა იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც გა­ჩე­ჩი­ლა­ძე კლუბ­ში შეს­ვლას მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ცდი­ლობ­და. რატი გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ამ­ბა­ვი უფრო სკან­და­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა ძმის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რად­გან მან ორი წლის წინ "და­ი­ნინგ რუმ­ში" ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია სცე­მა. რო­გორც ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ვა­ჟის ად­ვო­კა­ტი აცხა­დებ­და, და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი იყო. შემ­თხვე­ვის დროს ნიკა გვა­რა­მი­ას­თან ერ­თად და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი, მა­რი­ნა ბე­რი­ძე და მისი სხვა მე­გობ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. რატი გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ და­ნა­შა­უ­ლი თა­ვად აღი­ა­რა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა. რის შემ­დე­გაც ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს და 5000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ, სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. სწო­რედ ამ ინ­ცინ­დენ­ტის დროს თქვა ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან კო­მენ­ტარ­ში მა­რი­ნა ბე­რი­ძემ ცნო­ბი­ლი ფრა­ზა: "იქ იჯდა თფი­ლი­სი..." ნუგ­ზარ წე­რე­თე­ლი - გიგი წე­რე­თე­ლის ვაჟი 2013 წელს ოქ­რო­ყა­ნის გზა­ზე მომ­და­რი ავა­რი­ის დროს 20 წლის ბა­ი­კე­რი ბექა სეხ­ნი­აშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა. ოქ­რო­ყა­ნის გზა­ზე სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, რა დრო­საც შე­ჯა­ხე­ბა მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბილ­ში გიგი წე­რეთ­ლის ვაჟი იჯდა. 20 წლის ბა­ი­კე­რი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მოგ­ვი­ა­ნე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა გიგი წე­რე­თელ­მაც, რო­მე­ლიც უარ­ყოფ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მისი შვი­ლი იჯდა სა­ჭეს­თან და არც იმას ადას­ტუ­რებ­და, რომ ის ნას­ვა­მი იყო. გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი - ვახ­ტან რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ვაჟი გარ­დაც­ვლი­ლი პო­ლი­ტი­კო­სის ვაჟს ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან პრობ­ლე­მე­ბი არა­ერ­თხელ შე­ექ­მნა. პირ­ვე­ლად ლელა კი­ლა­ძე­ზე ახ­ლად­და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი გუკა გი­სო­სებს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდა, მა­შინ რჩე­უ­ლიშ­ვილს ცენ­ტრ პო­ინ­ტის საქ­მე­ზე და­ა­კა­ვეს. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მე­ო­რედ აღ­მოჩ­ნდა გი­სო­სებს მიღ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი. ამ­ჯე­რად მე­ო­რე მე­უღ­ლის სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე. ლელა კი­ლა­ძემ ქმარს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის გამო უჩივ­ლა. ამ­ჟა­მად გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი ექ­ვსთვი­ან სას­ჯელს იხ­დის.
0