სოფლის მეურნეობის პროგრამებით მხოლოდ "ქართული ოცნების" აქტივისტები ხეირობენ?

0
''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. პარტიაში ირწმუნებიან, რომ სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამებით მხოლოდ მმართველი გუნდის პარტიული აქტივისტები და ჩინოვნიკები სარგებლობენ. გია აბულაძე აუდიტის სამსახურს მოუწოდებს დაინტერესდეს საკითხით. დეპუტატი, ასევე, მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს შეაფასონ ქობულეთში პოტენციური ამომრჩევლების შესაძლო მოსყიდვის ფაქტები, კერძოდ, საუბარია რეგიონში დარიგებულ კიტრსა და პომიდორზე. "რეგიონში სოფლის მეურნეობაში დაიხარჯა 100 მილიონ ლარამდე და ხელისუფლება ვერ გვეტყვის სოფლის მეურნეობის ვერცერთ მიმართულებას, რომელიც განვითარდა. რეალურად თანხები ისე ქრება, რომ მოსახლეობამდე არ აღწევს. ჩვენ გვინდოდა ბოლო რამდენიმე წლის პრორგამების შემოწმება, რამდენად მიზნობრივად იხარჯება თანხები, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ გვაწვდის ინფორმაციას კონკრეტული პირების, ვისაც მიაწოდეს საქონელი და მომსახურება, ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ეჭვებს, რომ პროგრამებით ძირითადად სარგებლობენ ქართული ოცნების ჩინოვნიკები, აქტივისტები და მათი ნათესავები. სწორედ ამიტომ არ გვაწვდიან მოთხოვნილ ინფორმაციას" - განაცხადა რეგიონის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
#ახალიამბები
0