დოლიძის მტკიცებით, თსუ-ს სარექტორი არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გაყალბებულია

0
არჩევნების პროცესში იყო დაშვებული ძალიან სერიოზული ხარვეზი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას - ამის შესახებ განცხადება, "მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ გააკეთა. როგორც დოლიძე აღნიშნავს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარექტორო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გაყალბებულია. "4 აგვისტოს ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები. არჩევნების პროცესში იყო დაშვებული ძალიან სერიოზული ხარვეზი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას. "პროგრესის ცენტრთან" ერთად, რომელიც ესწრებოდა ამ არჩევნებს, ვაპირებთ, რომ გავასაჩივროთ ეს ოქმი თბილისის საქალაქო სასამართლოში, " - ამბობს ანა დოლიძე. მათი სადამკვირვებლო ჯგუფის გამოძიებით მტკიცდება, რომ ამომრჩეველთაგან ყველას არ აქვს ხელი მოწერილი, ამიტომ პროცესუალური დარღვევების გამო დოკუმენტი უნდა გაბათილდეს.
0