17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის დახმარების თანხა 15 სექტემბრამდე ანაზღაურდება

0
17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის დახმარების თანხა 15 სექტემბრამდე ანაზღაურდება, დოკუმენტაციის ატვირთვა სპეციალურ პორტალზე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მომავალ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრო ხელმისაწვდომს გახდის იმ პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა. „ჩვენი გადაწყვეტილებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვები მიიღებენ კომპენსაციას. განცხადებების შევსებაზე და კონკრეტულ დოკუმენტაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაწყებული მუშაობა და ჩემი მოადგილე დეტალურად გააცნობს საზოგადოებას, თუ რა დოკუმენტები იქნება წარმოსადგენი, რომ ბავშვებმა მიიღონ ეს კომპენსაცია. ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, რომ დოკუმენტების ნუსხა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა ოპერატიულად მოხდეს თანხების ანაზღაურება ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის. შემდეგ კვირაში ჩვენ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, ამასთანავე ჩვენ ხელმისაწვდომს გავხდით იმ პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა და დარწმუნებული ვარ, რომ სწავლის დაწყებამდე, პირველი სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები“, - განაცხადა ტიკარაძემ.
0