სავარაუდო მეორე ტალღის მიუხედავად, რუსეთთან საზღვარზე რიგები ჩნდება.

0
აფხაზეთმა რუსეთთან ე.წ საზღვარი 1 აგვისტოს, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გახსნა, ადამიანებს ჯანმრთელობის ცნობასაც არ სთხოვდნენ. საზღვარი მარტში ჩაიკეტა და ყველა მის გახსნას ელოდა, რადგან აფხაზეთის ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებულია რუსეთზე. აფხაზეთთან საზღვრის გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა. აფხაზეთის ე.წ პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა თქვა, რომ აფხაზურმა მხარემ საზღვარი „სიმეტრიულად“ გახსნა. „ეს საკითხი დიდხანს განიხილებოდა და საერთო აზრამდე მივედით“, – თქვა ანქვაბმა. აფხაზეთმა მხოლოდ რამდენმე კვირით შეძლო სტატიკური მდგომარეობის შენარჩუნება, თუმცა 2020 წლის 20 ივლისის შემდეგ კვლავ დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა. მთლიანად, პანდემიის დასაწყისიდან დაინფიცირდა 84 ადამიანი, მათგან 2 გარდაიცვალა, 37 გამოჯანმრთელდა. რუსეთი ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა – 845 443 შემთხვევით. მათგან 14 058 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამასთან, რუსეთში ექიმები და სამოქალაქო აქტივისტები ამტკიცებენ, რომ სტატისტიკა ფალსიფიცირებულია და რეალურად ინფიცირებულთა რაოდენობა ბევრად აღემატება მაჩვენებელს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#აფხაზეთი
#სოხუმი
#კორონავირუსი
#ინფექცია
#sokhumidaily
0