ადგილები აჭარაში, რომელიც ნანახი არ გაქვთ

0
ზაფხული საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის. დღეს კი ჩვენ აჭარაში ვიმოგზაურებთ. აჭარა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და განსაკუთრებული კუთხეა. იგი გამორჩეულია, როგორც ლამაზი ზღვის კურორტებით ასევე ნისლში გახვეული მთიანი ადგილებით. დღეს ჩვენ აჭარის ორ ულამაზეს ადგილს მოვინახულებთ. იმ შემთხვევაში თუ გული მთის კურორტებისკენ მიგიწევთ და თან გინდათ რომ განიტვირთოთ მაშინ თქვენთვის ბეშუმი იდეალური ვარიანტი იქნება.
ბეშუმი საზაფხულო კურორტია, რომელიც აჭარაში ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე მდებაროებს. ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრზე. ბეშუმამდე გზა გოდერძის უღელტეხილზე გადის. შესაბამისად, ამ გზაზე შეგიძლიათ ეს ულამაზესი ადგილიც დაათვალიეროთ.
თავად ბეშუმი მდიდარია წიწვიანი ტყეებით. აქ მრავლადაა პატარა კოტეჯები, რომლებიც ბუნებასთან სიახლოვეს ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდის. ეს არის ადგილი მათთვის, ვისაც სურს განიტვირთოს ქალაქის ქაოსისგან, მოდუნდეს და მიიღოს სიამოვნება, როგორც ლოკაციით, ასევე გაიცნოს ახალი ადამიანები, რომლებიც იგივე მიზნით ესტუმრნენ ამ ულამაზეს ადგილს.
მეორეს მხრივ, ვისაც სურს რამდენიმე დღის უშუალოდ ბუნებაში გატარება შეგვიძლია ვურჩიოთ მტირალას პარკი, რომელიც მზად არის მიიღოს ნებისმიერი ტიპის დამსვენებელი.
იგი აჭარაში, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორის მდებარეობს. ვიზიტორთა ცენტრი სოფელ ჩაქვისთავში მდებარეობს. მტირალას ეროვნულ პარკში შეგიძლიათ ნახოთ ამავე სახელწოდების მთა, რომელიც ზღვის დონიდან 1761 მეტრზეა აღმართული. შესაბამისად შეგიძლიათ მტირალას მთაც დალაშქროთ. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია მდიდარია ფლორითა და ფაუნით. ასევე შეგხვდებათ არაერთი ულამაზესი ჩანჩქერი.
რა დაგიჯდებათ 3 დღის განმავლობაში ამ ადგილების მონახულება ? ამ ულამაზესი ადგილების მოსანახულებლად არაერთი საშუალება არსებობს, თუმცა ჩვენი გამოცდილებით გირჩევთ MSM Travel -ის ტურს, რომელიც სრული მარშრუტის დაგეგმვასა და ამ ადგილებთან ერთად გთავაზობთ მწვანე ტბის, რაბათის ციხის, კინტრიშისა და დენდროლოგიური პარკის მონახულებას გვთავაზობს. სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს. https://www.facebook.com/events/649609292574204/
0