მისისიპის შტატში 100-ზე მეტი მოსწავლე კარანტინში გადაიყვანეს

0
მისისიპის შტატში, სკოლების გახსნიდან 1 კვირაში, ექვს მოსწავლესა და ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამჟამად 100-ზე მეტი მოსწავლე, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულებთან, კარანტინში იმყოფება. ისინი კარანტინს ორი კვირის განმავლობაში საკუთარ სახლში გაივლიან. სკოლის განცხადებით, მათთან ყველანაირი უსაფრთხოების ზომები დაცული იყო იმისათვის, რომ ვირუსის გავრცელება თავიდან აერიდებინათ. სკოლები აქ 27 ივლისიდან გაიხსნა. მშობლებს ჰქონდათ არჩევანი გაეშვათ საკუთარი შვილები სკოლაში ან მათ კვლავ გაეგრძელებინათ დისტანციური სწავლება. მოსწავლეები და თანამშორმლები, რომლებიც სკოლაში დადიან, ყოველდღიურად იმოწმებენ ტემპერატურას. მასწავლებლები ავსებენ კითხვარს აქვთ თუ არა რაიმე გამოხატული კოვიდ19-ისათვის დამახასიათებელი სიმპტომები. მისისიპის შტატში ნიღბების ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სავალდებულო გახდა. ამის მიზეზი კი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მცდელობაა. შტატში კოვიდ-19-ის 63, 444 ხოლო გარდაცვალების 1, 804 შემთხვევაა დაფიქსირებული. წყარო: The Hill #headline #coronavirus #კორონავირუსი
0