ლიბანის ტრაგედიასთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორიები - პიროტექნიკა და ატომური ბომბი

0
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შესახებ ცნობები სოციალურ ქსელებში რამდენიმე წუთში გამოჩნდა. ადგილობრივების მიერ გადაღებულ ავთენტურ ვიდეოებთან ერთად მომენტალურად დაიწყო დაუდასტურებელი ინფორმაციების (ჭორების) გავრცელება Twitter-ზე, WhatsApp-ზე და სხვა მსგავს პლატფორმებზე. საინტერესოა თუ რას ემყარებოდა ეს ცნობები?

პიროტექნიკით დაწყებული ატომური ბომბით დასრულებული

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ვიდეოში საწყის ეტაპზე მცირე ზომის აფეთქებები და ხანძარი ჩანს, რომელსაც მომენტალურად უმძლავრესი აფეთქები ტალღა მოჰყვება. აღნიშნულმა საფუძველი იმ მოსაზრებას დაუდო, რომ ინციდენტი პიროტექნიკის ფაბრიკაში მოხდა. ეს თეორია გარკვეული პერიოდი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ზოგიერთი ვირუსული ვიდეოს ავტორმა სრულიად ახალი ჰიპოთეზა ჩამოაყალიბა ატომური ბომბის შესახებ, იქიდან გამომდინარე, რომ ჰაერში „სოკოსებრი“ ღრუბლის სვეტი აღიმართა. ერთი ასეთი ე.წ. ტვიტი (რომელიც ახლა წაშლილია) დაახლოებით 100 000-მდე ვერიფიცირებულმა მომხმარებელმა გადააზიარა და მოიწონა. საკითხის სპეციალისტებმა მაშინვე მიანიშნეს, რომ მომხდარი აფეთქება ვერანაირად იქნებოდა ბირთვული, რადგან ამ ტიპის ბომბს კაშკაშა, თეთრი სინათლე და სითბოს გამოსხივება ახლავს თან, რაც ადამიანის სხეულის მძიმე დამწვრობას იწვევს. „სოკოსებრი“ ღრუბლის ფორმირება მხოლოდ ატომური აფეთქებისთვის არაა დამახასიათებელი. ასეთი ტიპის კვამლის სვეტი ყოველთვის წარმოიქმნება, თუ ტენიანი ჰაერი, წყლის კონდენსაციის შედეგად შეკუმშულია.

"სარაკეტო იერიში"

ზოგიერთი მიკერძოებული ფიზიკური პირი ან ვებ-გვერდი დაუსაბუთებლად აგრძელებდა ბირთვულ ბომბზე აპელირებას, რომელიც კონკრეტული ავტორი სიმპათიას ან ანტიპათიას ემყარებოდა აშშ-ის, ისრაელისა და ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ მიმართ. კონსპირაციული თეორიების უმეტესობა ძირითადად ულტრა მემარჯვენე ჯგუფების მიერ კონტროლირებადი პლატფორმებიდან მომდინარეობდა და ისინი იყენებდნენ Facebook-ს, 4chan-ს, Reddit-სა და Telegram-ს მსგავსი ტიპის ინფორმაციის გასავრცელებლად. ყველაზე გავრცელებულ ბრალდებებს შორის ლიდერობდა ისრაელის მიერ განხორციელებული სავარაუდო შეტევა, რომელიც პრო-ირანული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ იარაღის საცავის წინააღმდეგ იყო მიმართული. შემთხვევიდან მცირე ხანში, ოფიციალურმა ბეირუთმა და თელ-ავივმა განაცხადა, რომ ისრაელს პორტში მომხდა ტრაგედიასთან არანაირი კავშირი აქვს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Lebanon #conspiracy #theory #tragedy #Beirut #blast #interworld ______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0