0
თბილისის ბოტანიკურ ბაღს მრავალწლიანი ისტორია აქვს. მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში დღევანდელის ადგილას, სამი მცირე ზომის ბაღი იყო გაშენებული, რომელიც სამეფო კარს ეკუთვნოდა. საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის მეუღლე მათ თავად უვლიდა. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ, ბაღი სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა, 1845 წელს კი გრაფ ვორონცოვის ბრძანებით, "თბილისის ბოტანიკური ბაღი" ეწოდა. ბაღი დროთა განმავლობაში გაფართოვდა. დღეს მისი ფართობი 128 ჰექტარს შეადგენს. ბოტანიკური ბაღი თბილისის ერთ-ერთი ლამაზ და მიმზიდველ ადგილად ითვლება. მრავალფეროვანი მოყვავილე ბაღები, ხეივნები, ბილიკები, დუმფარებიანი აუზები, ეგზოტიკური მცენარეები, ჩანჩქერი და ლამაზი, პატარა ხიდები კარგ ატმოსფეროს ქმნის. ბაღი, არამარტო დასვენებისა და განტვირთვისთვის არამედ ექსტრემალური და მეცინიერებით დაინტერსებული ადამინებისთვისაცაა განკუთვნილი. ნარიყალას ციხე-სიმაგრიდან ბოტანიკურ ბაღში ზიპლაინით დაშვებაა შესაძლებელი. ასევე ბაღის ტერიტორიაზე არის საცოცი კლდეც, რომელიც აქტიური სპორტის მოყვარულთათვის განტვირთვის საკმაოდ კარგ საშუალებას წარმოადგენს.
#თბილისი
#ბოტანიკურიბაღი
#ლოკაცია
#ტურიზმი
#გართობა
#დასვენება
#tbilisidaily
#goodplaces
0