პროდუქტები, რომლებიც კბილებს სითეთრესა და ბზინვარებას უკარგავს

0
კბილის მინანქარს ფოროვანი სტრუქტურა აქვს. ამიტომაც, მასზე ადვილად ვითარდება ლაქები და ნადები. ფერადი საკვები, საზოგადოდ, აფერადებს კბილებს, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია აგრეთვე საკვების მჟავიანობაც; მჟავას დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტები რამდენადმე არბილებს მინანქარს და კიდევ უფრო მგრძნობიარეს ხდის ფერადი საკვების ზემოქმედებისადმი. კბილების სითეთრესა და ბზინვარებას ვნებს: ჩაი და ყავა – ეს ორივე სასმელი გარდა იმისა რომ მდიდარია საღებავი ნივთიერებებით – ტანინებით, უხვად შეიცავს მჟავებსაც. საღებავი პიგმენტების განეიტრალებისთვის სპეციალისტები გვირჩევენ ლიმნის წვენის რამდენიმე წვეთის დამატებას, ჩაისა და ყავის დალევის შემდეგ კი პირის ღრუს თბილი წყლით გამოვლებას. ღვინო - შეიცავს მცენარეულ პიგმენტებს, რომლებიც მაცერაციის პროცესში მას წითელ ფერს ანიჭებენ. რუხი ნადების განვითარება სწორედ ღვინის პიგმენტებს უკავშირდება. კბილები მუქდება როგორც ნაკლებფასიანი, ასევე ძვირადღირებული ღვინოებისგან.
#news
#opinion
#health
#forhealth
Tbilisi
0