მარადისობის მკვიდრი

0
„ზაფხული იდგა. ქუთაისის ბაღში ახალგაზრდა მასწავლებლები შეკრებილიყვნენ. შენ მუქი ბლუზა გეცვა და გახუნებული ქუდი გეხურა. მხრებში მოხრილი ჩანდი. სახეზე გეწერა, რომ ცხოვრება ტანჯვად გადაგქცეოდა. სხვებს არ ჰგავდი და ამიტომაც მიმიზიდე. ვიკითხე, ვინ არის-მეთქი. მიპასუხეს: პოეტი, ეს-ესაა მიატოვა მასწავლებლობაო. მას შემდეგ სულ შენზე ვფიქრობდი. ჩაივლიდი და აგედევნებოდი. შენ ალბათ ვერც მამჩნევდი. ერთხელ ნასვამი იყავი და ხმამაღლა საუბრობდი. წამოგცდა, დღეს მატარებელით მივეგმზავრებიო. ვერ მოვითმინე და ვაგზალზე გამოვედი. ვაგონში იდექი. თვალი ვერ მოგწყვიტე. მერე, შარშან ზაფხულში გნახე, შემდეგ - საშობაოდ, სააღდგომოდ. აჩრდილივით დაგსდევდი და ვამბობდი: „О! Ето Т-дзе“. მეტს ვერაფერს ვახერხებდი. გაცნობაც უცნაურად მოხდა, თითქოს იძულებით: „მერე მინდოდა სულ შენთან ვყოფილიყავი, მელაპარაკა. ეხლა გავჩერდები, რადგან დანარჩენს ვერ გეტყვი, ვერა. ეხლა, მინდა გნახო! ვგიჟდები, მინდა ჩემთან იყო. მინდა და რა დანაშაულობაა ეს, აბა მითხარი!... მე არაფერი მიშლის, ხედავ? მოდი - ოხ, რა წყევლას და რა ხვეწნას არ გითვლი, ჩემო, მაგრამ შენ არ გესმის! რათ, რათ, მითხარი. ოხ! როგორ გამამაგრებდა ერთი შენი ნახვა!“ ▪ ოლია ოკუჯავა გალაკტიონ ტაბიძეს 1913 წელი --
#წერილები
#ოლკინისწერილებიგალას
#წერილებიწარსულიდან
#ოლიაოკუჯავა
#ოლკინი
#გალაკტიონტაბიძე
#გალა
#თბილისისმუზეუმებისგაერთიანება
0