მისწერა თუ არა ბაჩალიაშვილმა "წერილი მომავლიდან"კომპანია "ზეგის" მენეჯერს

0
კომპანია "ზეგის" პროგრამების მენეჯერმა ნიკა გეჯაძემ მიიღო "წერილი მომავლიდან", რომელიც შესაძლოა თამარ ბაჩალიაშვილს გამოეგზავნა. "ძვირფასო მე, გწერ 2020 წლის 4 აპრილიდან. თუ არ წაგიკითხავს უკეთესია, მართალია ჩემს თავს დავპირდი რომ აღარასოდეს მოგწერდი, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო. თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარი თავი აღარ დავადანაშაულო. ნეტა იცოდე რამდენ რამეს გადავაბიჯე ეს რომ მომეწერა. პირველი, რაც მინდა იცოდე ისაა, რომ არასდროს განზრახ ცუდად არ მოვქცეულვარ, გულშიც კი არ გამივლია შენთვის რაიმე ცუდის გაკეთება, არასდროს, არც შეგნებულად და არც შეუგნებლად. პირიქით, იმას უფრო ვუშვებდი, რომ ჩემი თავისთვის დამეშავებინა რამე, ვიდრე შენთვის. არ ვიცი რას როგორ აღიქვამდი ან როგორ მიიღე, რა მოგიყვა ან როგორ ჩაგაწვეთა, მაგრამ მერწმუნე, არასდროს განგებ ცუდის ჩადენა არც კი მიფიქრია. ვიცი, რომ ძალიან ბევრ რამეში მადანაშაულებ და არც თუ უსაფუძვლოდ, მაგრამ ახლა თავის მართლებას არ ვაპირებ. მხოლოდ იმაზე მინდა იფიქრო, როდესაც ჩამოხვედი სულ ცოტა ყურადღება რომ გამოგეჩინა, სულ ცოტატი მაინც, რომ დაინტერესებულიყავი ჩემი არსებობით, ძალიან ბევრი რამე, ძალიან სხვანაირად იქნებოდა. მაგრამ მესმის, როგორი რთული იქნებოდა ეს შენთვის, შენ ხომ ასე ძალიან იყავი დაკავებული (ახსენებს კონკრეტულ ადამიანს)... მახსოვს ის სიცივე და იგნორი შენი მხრიდან, ამის ფონზე კი შენი დაცვის იმედით გათამამებული შენი მეგობარი როგორ მამცირებდა. არ ერიდებოდა არც მორალურ საზღვრებს და არც არაფერს.. იქნებ ერთადაც გადაწყვიტეთ ასე, რომ ყოველი დღე კოშმარად ქცეულიყო ჩემთვის. შურისძიება გინდოდა, მოახერხე, კმაყოფილი ხარ თუ არა? უფრო მეტად რომ გახანგრძლივებულიყო სიამოვნება გეტყვი, რომ თვითმკვლელობაზე ვიფიქრე არაერთხელ, შენზე ფიქრის გარეშე არ გადამიდგამს არც ერთი ნაბიჯი, " - წერს ანონიმური წერილის ავტორი ნიკა გეჯაძეს. წერილში გამოძიების მასალებში დევს, თუმცა, მოყვანილი ფაქტობრივი უზუსტობების გამო, ნიკოლოზ გეჯაძე არ ვარაუდობს, რომ ის თამარ ბაჩალიაშვილის დაწერილია.
0