0
კვირა დღე იყო, ოჯახი სტუმრებს ელოდა. მამის თანამშრომლები უნდა მო­სუ­ლიყ­ვნენ. უცებ ზარი გა­ის­მა. მე გა­ვა­ღებ კარ­სო, - უთქვამს. (7 წლის იყო მა­შინ.) შემ­დეგ, რამდენიმე წუთით, დედას და მამას, კარ­თან მდგომი ადა­მი­ა­ნე­ბის ხმე­ბი ეს­მო­და. შემოსასვლელში მდგარი სტუმრები საუბრობდნენ ერთმანეთში, კარის გასაღებად გასული ბავშვის ხმაც ისმოდა, ესალ­მე­ბო­და - ხან ერთს, ხან მე­ო­რეს. ხმები არ წყდებოდა, მაგრამ როგორც ჩანდა, შემოსვლას არავინ აპირებდა. იძულებული გახდნენ, მისაღებში გაეხედათ და რას ხედავენ: ბავშვი 5-6 ადამიანის ნაცვლად საუბრობს, მათი ხმებით, შეუცდომელი იმიტაციით. ისე გა­უ­სა­ხი­ე­რე­ბია, მშობ­ლე­ბს ბოლო წამამდე სჯეროდათ, რომ კართან მართლა სტუმრები იდგნენ. მისი უსაზღვრო ნიჭი და იუმორი დააფასა ხალხმა, გულით შეიყვარა. ამიტომაც იყო გამუდმებული რიგები მის სპექტაკლებზე. მიდიოდნენ საყურებლად მეორედ, მეხუთედ, მეასედ, და ყოველ ჯერზე ისე იცინოდნენ, როგორც პირველად. იცინოდნენ ისტერიამდე, ხალხი გულწასული გაჰყავდათ პარტერიდან, სკამიდან ძირს ვარდებოდნენ, იცინოდნენ სუნთქვის შეკვრამდე, იცინოდნენ ცრემლებამდე. სხვას არავის შეეძლო იმ ეპოქის, იმ აბსურდული გარემოს ისე გაშარჟება, რომ შარიც ვერ მოედოთ, ყველამ იცოდა რასაც დასცინოდა, რატომაც დასცინოდა, მაგრამ ვერ ეწინააღმდეგებოდნენ, მის წინაშე ყველა უძლური იყო, რადგან შეეძლო დაუძლეველი ძალა - სიცილი ემართა. სიცილის მბრძანებელი და სულის მკურნალი თენგიზ ჩანტლაძე - ისტორია ფერებით - Colorized History
#goodplaces
0