საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

0
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, დაინფიცირებულია ერთი პირი. „რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიიდან იმის შესახებ რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა“, - განაცხადა მინისტრმა. საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 50 წლის მამაკაცია. ის ირანში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
#news
0