17 votes
1 comments
1 shares
Save
3 მარტი დედის დღე ახლოვდება
124 views
My Vision
Tbilisi · 4 months ago

მალე 3 მარტი დედის დღე ახლოვდება, არ გავითვალისწინოთ არანაირი რეკომენდაციები ჩახუტებასთან დაკავშირებით, 😊 როგორ მიულოცავთ დედებს Feedc ელებო??? 🌸


My Vision
Tbilisi · 4 months ago
Similar Posts
My Vision
Tbilisi · 1 month ago
ბინდისფერია სოფელი...
გაზაფხული ბოლო დღეებს ითვლის...მალე თიბათვე,ზაფხული მობრძანდება. “მზეო თიბათვისა,მზეო თიბათვისა...”. #ზაფხულიდღეს ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულია! გილოცავთ Feedc ელებო,ამაღლებული სულიერი განწყობა,და ბედნიერი დღე ყველას🙏🙏🍃🍃🌳🍃
Izabel Kiria
Darcheli · 3 months ago
20 მარტი - ბედნიერების საერთაშორისო დღე
🤗ბედნიერების საერთაშორისო დღე (International Day of Happiness) 20 მარტს აღინიშნება. ეს დღესასწაული დააწესა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2012 წელს, პატარა მთიანი ქვეყნის — ბუტანის ინიციატივით, რომლის მოქალაქეთა ეროვნული კეთილდღეობა მთლიანი ეროვნული ბედნიერების კოეფიციენტით იზომება. 🤗20 მარტი შემთხვევით არ აურჩევიათ — ეს არის გაზაფხულის ბუნიობის დღე, როცა მთელ დედამიწაზე დღე ღამეს უტოლდება და ამით დღესასწაულის ინიციატორებს იმის ხაზგასმა სურდათ, რომ პლანეტის ყველ ადამიანს თანაბრად აქვს უფლება – იყოს ბედნიერი. 👉წელს არცთუ ისე სახარბიელო პერიოდს დაემთხვა ეს დღე თუმცა, შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, აუცილებელია შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა, არ ავყვეთ პანიკას და ჩვენი წილი ბედნიერება გავუზიაროთ ჩვენს ირგვლივ მყოფთ 🤗😍 ❤აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება 🤗❤#ბედნიერება #ბედნიერებისაერთაშორისოდღე#მარტი #20მარტი #კორონავირუსი🤛 #დარჩისახლში
My Vision
Tbilisi · 2 weeks ago
მაშინ სხვა აირჩიეთ!
„მომალი სამშაბათი არჩევნების დღეა. ერთ კვირაში თითოეული თქვენგანი საარჩევნო უბნებზე მივა და გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩემი აზრით, სანამ ამ გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ: დღეს უკეთესი ცხოვრება გაქვთ, ვიდრე 4 წლის წინ გქონდათ? დღეს უფრო გიადვილდებათ მაღაზიაში პროდუქტის ყიდვა, ვიდრე 4 წლის წინ, დღეს უფრო მეტი სამუშაო ადგილებია ქვეყანაში, თუ 4 წლის წინ. თუ ამ კითხვებზე პასუხი არის - კი - მაშინ მომდევნო ოთხი წელის იგივე ცხოვრება გავარგძელოთ. მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ უკანასკნელი 4 წლის კურსი არ მოგწონთ და ის უნდა შეიცვალოს, მაშინ მე მეორე კანდიდატისთვის გირჩევთ ხმის მიცემას.“ P.S რა დღე იქნება ზუსტად არც ვიცი, მაგრამ თქვენთან ერთად Feedc ელებო, აუცილებლად ჩავფიქრდები საარჩევნო ყუთთან...#პოლიტიკა #პოზიცია
Primetime
Tbilisi · 2 months ago
თვითიზოლაცია და ორსულთა სტრესი, ჟორდანიას კლინიკის რჩევები
თვითიზოლაცია და ორსულთა სტრესი, ჟორდანიას კლინიკის რჩევები - Primetime
თვითიზოლაცია და ორსულთა სტრესი, ჟორდანიას კლინიკის რჩევები - Primetime
თვითიზოლაცია და ორსულთა სტრესი, ჟორდანიას კლინიკის რჩევები - Primetime
Headline
Tbilisi · 4 months ago
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელი სხდომაზე განაცხადა, შესაბამისის უწყებების მიერ ვითარება კონტროლდება. "მოგეხსენებათ, გუშინ ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სიტუაციას სრულად აკონტროლებენ. მთავარია ის, რომ ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. ის რეკომენდაციები, რომელიც რამდენიმე დღეა მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება. ასევე, მინდა გითხრათ, რომ აქტიურად გრძელდება უწყებათაშორისი საკორდიინაციო საბჭოს მუშაობა, რომელიც 28 იანვარს შეიქმნა. სწორედ, ამ საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა პირველი ფაქტის საზღვარზე დაფიქსირება, სწორედ ისე, რომ ფაქტობრივად, ამ შემთხვევას არანაირი შეხება არ ჰქონია ჩვენს მოქლაქეებთან. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა კონკრეტულად საზღვარზე, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს თითოეული თანამშრომელს უნდა გადავუხადოთ მადლობა, ისევე როგორც მესაზღვრეებს და საბაჟოს თანამშრომლებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვრყნებულია kvirispalitra.ge-ს მიერ. #news
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 weeks ago
ღამე დამარხული სამი შვილის დედა
23 წლის მადინა უმაევას უეცარ სიკვდილსა და ღამე დამარხვას საზოგადოებაში ფართო რეზონანსი მოჰყვა. მადინა ჩეჩნეთის მოქალაქე და სამი არასრულწლოვანი შვილის დედა იყო. ჩეჩნეთში ეჭვობენ, რომ მადინა ძალადობის მსხვერპლი გახდა და შესაძლოა ცოცხლადაც დამარხეს. გარდაცვალებიდან ერთი კვირის თავზე ადგილობრივმა მთავრობამ გვამის ექსჰუმაციის ნებართვა გასცა. საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ სიკვდილის მიზეზის დასადგენად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას ჩაატარებს. 12 ივნისის საღამოს ქალაქ გუდერმესში (დაბა დრუჟბა) მეზობლები რამდენჯერმე შეცვივდნენ ხამიდოვების სახლში, საიდანაც ყვირილის ხმა გამოდიოდა. დიასახლისი, გუმსეტ ხამიდოვა, მეზობლებს ისევ გარეთ ერეკებოდა. ბოლოს რომ მიირბინეს, მადინა კიბეზე იწვა. ხამიდოვამ განაცხადა, არაფერი სჭირს, თვალთმაქცობსო. იმ დღეს მადინა უმაევამ დედისგან ფული მიიღო. შინ დაბრუნებულმა დედამთილს ახარა, ტელევიზორი და ბავშვებისთვის ტანსაცმელი შევიძინეო. დედამთილმა ამგვარი საქციელი ფულის ფლანგვად მიიჩნია და მადინას თავს დაესხა, მოვარდა მამამთილიც. შეშინებული მადინა აბაზანაში ჩაიკეტა. დედამთილმა შვილს სამსახურში დაურეკა და უთხრა, შინ დაბრუნებულიყო. მას შემდეგ მადინა ცოცხალი არავის უნახავს. დედამთილი გუმსეტ ხამიდოვა ამტკიცებს, რომ მადინა ეპილეფსიით იყო ავად და კიბეზე დაეცა, თუმცა არანაირი საბუთი, რომელიც გარდაცვლილის ავადმყოფობაზე მიუთითებდა, არ არსებობს. ხუტმატ დავლეტმირზაევა, მადინას დედა, დაავადების არსებობას უარყოფს და ამბობს, რომ მისი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. უკვე 12 ივნისს ჩეჩნები ერთმანეთს უზიარებდნენ ვიდეოს, რომელზეც მადინას უცნაური დაკძალვა იყო გადაღებული. ის მომხდარიდან რამდენიმე საათში დამარხეს, მაშინ როცა მუსლიმებში მიცვალებულის ღამით დაკრძალვა მიუღებელია. მეჩეთის იმამმა, აბდულ-კარიმ რაშიდოვმა, რომელიც დაკრძალვას ხელმძღვანელობდა, მედიასთან განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ვირუსისა და სიცხის გამო მიიღო. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ მადინა ოჯახურ ძალადობას შეეწირა და ნაჩქარევი დასაფლავებაც ამით იყო განპირობებული. ამასთან დაკავშირებით გარდაცვლილის მეუღლე, ვისხაჯი ხამიდოვი, ამბობს, რომ როდესაც მისი ცოლი დაიღუპა, ის სახლში არ იყო. შსს-ს თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ მადინა არაძალადობრივი გზით გარდაიცვალა, თუმცა კითხვაზე, ჩატარდა თუ არა გვამის ექსპერტიზა, მათ პასუხი არ გაუციათ. გარდაცვალების მოწმობა, რომელშიც გარდაცვალების მიზეზი უნდა ეწეროს, არავის შეუდგენია. მეზობლები აცხადებენ, რომ ვისხაჯი ხამიდოვი რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელია. ამბობენ იმასაც, რომ ახალგაზრდა ქალს არც მამა ჰყავდა და არც ძმა, ქალების ეს კატეგორია კი ჩეჩნეთში ყველაზე მოწყვლადია. მადინას ოჯახში ეს პირველი კონფლიქტი არ ყოფილა. გარდაცვლილის დედა ჰყვება, რომ მის შვილს ქმარი სცემდა, დედამთილი კი ათასგვარ პროვოკაციას უწყობდა. ქმარსა და მის ნათესავებთან უთანხმოების გამო 12 ივნისამდე მან დედის სახლში სამი დღე გაატარა. შვილიშვილების ხათრით ხუტმატმა შვილი ისევ ქმრის სახლში გაუშვა. იმავე საღამოს მას სიძის ნათესავებმა დაურეკეს და აცნობეს, რომ მადინა ცუდად გახდა და გარდაიცვალა. დედა შვილის ნეშტთან არ მიუშვეს და ანახვეს, როცა მიცვალებული უკვე განბანილი და შესუდრული იყო. ხუტმატის სიტყვებით, ერთ-ერთმა შვილიშვილმა უთხრა, „რომ გენახა, რამდენი სისხლი წამოუვიდა დედასო“... მისივე თქმით, გარდაცვლილს სისხლი ექსჰუმაციის შემდეგაც ეტყობოდა. „დავესწარი ექსჰუმაციას. შვილის ნეშტი მორგში ვნახე და მასზე ჭრილობა იყო, ზედ სისხლით“, - განაცხადა ხუტმატ დავლეტმირზაევამ. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა მადინა ცოცხლადაც კი დამარხეს. ეჭვის საფუძველი, პირველ რიგში, ის არის, რომ დაკრძალვის წინ ის ექიმს არ გაუსინჯავს; ამასთან, საფლავის გახსნის შემდეგ სუდარას სიხლი ეტყობოდა, სისხლისდენა კი ცოცხალი ორგანიზმისთვის უფრო არის დამახასიათებელი. „შესაძლებელია ცოცხლად დაემარხათ. ასეთი რამ ხდება, როცა ადამიანს სამედიცინო შემოწმების გარეშე ასაფლავებ. სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებულა, მხოლოდ პარამედიკოსმა დაათვალიერა სხეული, ის კი ექიმი არ არის“, - ამბობს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის იურისტი, აბუბაქარ აინგულბაევი. მადინა უმაევას სამი შვლი - ორი გოგო და ერთი ბიჭი - დარჩა. გოგონები ამჟამად ბებიასთან, ხუტმატ დავლეტმირზაევასთან, იმყოფებიან. რადიოთავისუფლება
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
დღეიდან საწარმოების შემოწმება იწყება, თუ როგორ ასრულებენ უსაფრთხოების წესებს - თურნავა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში დღეიდან იწყება ბიზნესსუბიექტების შემოწმება, თუ როგორ ასრულებენ უსაფრთხოების წესებს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი წარმატებით გაივლის შემოწმების პროცესს, შეეძლებათ თავისუფლად, მშვიდად განაგრძონ საქმიანობა. „ახლა საქართველოსი მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით ნებადართული საქმიანობები გვაქვს ჩვენ აქტიური. სხვა ბიზნესები დროებით შეჩერებულია, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ ასრულებენ უსაფრთხოების წესებს და ჯანდაცვის გაიდლაინებს. ძალიან ოპერატიულად, პარასკევს ჩვენ მოვახერხეთ და განვათავსეთ სპეციალური, სხვადასხვა ბიზნესსექტორზე მორგებული აპლიკაციები ეკონომიკის სამინისტროს საიტზე, ასევე ჩვენი კოლეგებიც ჩართულები არიან, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. ძალიან აქტიურობს, რა თქმა უნდა, ბიზნესი, რადგან დროულად უნდათ დაუბრუნდნენ მუშაობის ჩვეულ რიტმს. მერწმუნეთ, ჩვენც იგივე გვინდა. ძალიან ბევრი, უკვე ასობით აპლიკაციაა შემოსული და მე შემიძლია მოგახსენოთ, რომ პრაქტიკულად ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებული ტექნიკური ზედამხედველობა, ასევე მუნიციპალური ინსპექციები გაერთიანებული ძალებით ვიწყებთ ძალიან ინტენსიურ შემოწმების პროცესს. ვამოწმებთ, თუ როგორ სრულდება ან შესრულდება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები. რაც შეეხება დასაქმებულების უსაფრთხოებას. პირველ რიგში ვიწყებთ შემოწმებას იმ სისტემური საწარმოებიდან, ვისაც დღეისათვის მიეცათ უფლება ფუნქციონირების. ეს, რა თქმა უნდა, აკისრებს მათ დამატებით პასუხისმგებლობას და დავიწყებთ სწორედ ამ მსხვილი სისტემური საწარმოებიდან შემოწმებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მითითებული წესი არის დაცული და იქ საქმიანობა უსაფრთხოა. ჩვენი შემოწმების ეს დიდი პროცესი ძალიან ინტენსიურად წარიმართება და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გაერთიანებული ძალებით, დღეში შევძლებთ 50-მდე სხვადასხვა საწარმოს და ბიზნესის შემოწმებას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. რა თქმა უნდა, პარალელურად დავიწყებთ იმ ბიზნესების მდგომარეობის შემოწმებასაც, ვისაც დროებით შეუჩერდა საქმიანობის უფლება. შევეგუოთ, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ასევე დრო სჭირდებათ თვითონ კომპანიებს და ბიზნესებს იმისთვის, რომ ნამდვილად სიღრმისეულად გადაეწყონ უსაფრთხო ბიზნესის საქმიანობის წესებზე. ეს არის ინვესტიცია, რომელიც თქვენ არ დაგეკარგებათ ჩვენო მეწარმეებო, რადგან სამომავლოდ, ეს იქცევა ცხოვრების წესად. ამიტომ კარგად მოემზადეთ. ეს რამოდენიმე დღე თუ კვირა გამოიყენეთ იმისთვის, რომ მართლაც წარმატებით გაიაროთ ჩვენი შემოწმების პროცესი და ჩვენ შევძლოთ თავისუფლად, მშვიდად მოგცეთ შემდგომი საქმიანობის გაგრძელების უფლება“, – განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, ამ პროცესში სახელმწიფოს მიზანს დასჯა არ წარმოადგენს. „როგორც მოგახსენეთ, ვიწყებთ დღეიდან ამ შემოწმებებს, პერიოდულად გავაშუქებთ კიდევაც რომელი საწარმო როგორ ასრულებს. ასევე თუკი ჩვენ რამე გამოგვეპარება, თვითონ დასაქმებულები იქნებიან მთავარი ინდიკატორები და ცხელ ხაზზე მოგვახსენებენ, თუ რომელიმე საწარმო არღვევს რომელიმე გაიდლაინს, წესს და ჩვენ რა თქმა უნდა, სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას. ჩვენი ამოცანა არის ამ პროცესში არა დასჯა, თუმცა ჯარიმებსაც და საქმიანობის შეჩერებასაც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა დღესდღეობით, არამედ დახმარება ბიზნესების, რომ რაც შეიძლება მალე გადაეწყონ ახალ, პოსტკორონასეულ ეტაპზე და იყვნენ სრულიად უსაფრთხო და შეძლონ თავისუფლად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
რას ყვება კოვიდინფიცირებული ექიმი
Tim-ის ექიმი, ნანა პაპავა Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს: გამარჯობათ , მე კოვიდ-ინფიცირებული ვარ , დიახ მე ნამდვილად ვარსებობ ... გადავწყვიტე ხმამაღლა ვისაუბრო საზოგადოების წინაშე , არსებობს მითი რომ კოვიდი არ არსებობს 🙂 მინდა იმედი გაგიცრუოთ რადგან კოვიდ-19 ნამდვილად არსებობს და ის ჩვენს შორისაა, ჩვენთან ძალიან ახლოს ...თავიდან მოგიყვებით ჩემს ამბავს თუ რამხელა სტრესი მივიღე ამ ვირუსით , როგორ აფათურეს ჟურნალისტებმა ჩემს სულში ხელები, მხოლოდ იმიტომ რომ სასულიერო პირის და ვარ , რომელსაც დაუდგინდა კოვიდ19 ... სასულიერო პირი არის ჩვეულებრივი პაციენტი ხალხნო , პაციენტი რომლის უფლებები არ იქნა დაცული , სახელი გვარი ფოტოები , ყველაფერი გამოფინეს, მისი ნებართვის გარეშე მოხდა მისი იდენტიფიცირება !!! როცა სხვა ყველა პაციენტის უფლებები დაცულია , ის ხუთი დღე როდესაც სუნთქვა არ შემეძლო , მქონდა ქოშინი, ორმხრივი პნევმონია ,ისინი თავს არ მანებებნენ , მხოლოდ იმიტომ რომ ექსკლუზივი მოეპოვებინათ !რომ არა ჩემს მიერ დასნებოვნებული ჩემივე თანამშრომლები , რომლებიც აქეთ მამხნევებენ ბოლო წუთამდე , არ ვიცი დღეს სად ვიქნებოდი , ჩემი კლინიკაში გადმოსვლოს დღიდან , ყოველ დღე მატულობდა მათი რაოდენობა ,ეს იყო ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი 😔 თითოეული ადამიანი მტკიოდა ...ძალიან ძნელი გადასატანი აღმოჩნდა ჩემთვის ეს ყველაფერი ..ამ კუთხით ბევრი მუშაობა დამჭირდება ფსიქოლოგთან 🙂 ნამდვილად არ არის მარტივი ვირუსი 🦠 ჯერ მისი ხასითი არ ვიცით კარგად , არც ის რას დაგვიტოვებს მომავალში, ერთადერთი რაც შემიძლია მასე ვთქვა , რომ ეს არის ფსიქოლოგიური ომი , რომელშიც არ უნდა დანებდე, ძალიან რთულია კლინიკაში გაატარო 30 დღე და გკლავდეს შვილების მონატრება , დარდი კოლეგებზე 😞 უსიმპტომოდ ვიარე სამსახურში სადაც ვმუშაობ ექთნად , სამი დღის მანძილზე ჩემგან გადაედო ჩემს 6 თანამშრომელს , ასევე სახლში ჩემს 2 წლის შვილს და დედამთილს . ჩემს პატარა ბიჭთან ერთად აღმოვჩნდი ბოჭორიშვილის კლინიკაში , სადაც ძალიან გამბედავი , გულისხმიერი და მშრომელი პერსონალი ზრუნავდა ჩვენს კეთილდღეობაზე .მქონდა ორმხრივი პნევმონია , სუნთქვის უკმარისობა , ქოშინი , 37.5 ტემპ . არ შემეძლო ბავშვის ხელში აყვანა , მეწყებოდა ტაქიკარდია და საშინელი ქოშინი . ეს ყველაფერი მკურნალობის ფონზე ალაგდა მეხუთე დღეს, რაც შეეხება პატარას , კლინიკურად უსიმპტომოდ მიმდინარეობდა ვირუსი . მე15ტე დღეს მოუვიდა ნეგატიური პასუხი , 24 სთ ში გაუკეთდა მეორე პსრ ტესტი , ისევ უარყოფითი 🎉🎉🎉 ჩემმა პატარამ დაამარცხა კოვიდი ყველანაირი მკურნალობის გარეშე ❤️ ჩემი PCR ანალიზი გაკეთებულ იქნა კლინიკაში შემოსვლიდან მე15ტე დღეს , პასუხი იყო დადებითი , მიუხედავად იმისა რომ კლინიკირად არანაირი სიმპტომი არ მქონდა , ვირუსი ისევ აღმოჩნდა ჩემს ანალიზში , ამისთვის მზად ვიყავი და არ მინერვიულია ... 4 დღის შემდეგ ანუ მე19ტე დღეს ისევ გამიკეთეს PCR ტესტი და პასუხი კვლავ დადებითი მოვიდა , ეს იყო ნამდვილი იმედგაცრუება 😔 ვცდილობ არ შევიმჩნიო , მაგრამ მეწყება ტაქიკარდია , ყელში ბურთი მეჩხირება და მთელი სხეული მიკანკალებს , მენატრება ჩემი ოჯახი , შვილები 😔 მაგრამ ამასობაში კარგი რაც არის ხუთი ჩემი “თანაკოვიდელი “ წავიდა სახლში , მათ ეს შეძლეს 🎉 💛☀️ დღე27 მომენტი როდესაც ბოლო ძალებს იკრებ რომ კარგად იყო, მაგრამ თითქოს ისევ დასაწყისში დაბრუნდი , მაქვს ტაქიქარდია, ტაქიპნოე , ჰაერი არ მყოფნის , ისევ ტემპ.37.4 😞 CT კვლევის შემდეგ , გამოირიცხა , PE , პნევმონია , სითხე პლევრაში . სისხლის ანალიზში ყველაფერი წესრიგშია .. მქონდა სტრესული მდგომარეობა , თურმე ასე მარტივი არ არის ყველაფერი , სტრესს ბევრი რამის გამოწვევა შეუძლია 🤐 დღე30 გათენდა ... დღეს მზიანი ამინდია , ვეპოტინები ამ ამინდს , დღეს აუცილებლად გამახარებს ☀️ დილის 11 საათიდან თავი მტკივა საშინლად , სულ საათს ვუყურებ, ხან ფილმი ჩავრთე , ხან წამოვწექი იქნებ ჩამეძინოს და მალე მოვიდეს 18:00 , არაფერი გამომდის , ემოციას ვერ ვაკონტროლებ 😞 19:01 ზე მოვიდა სმს , რომ მე გავიმარჯვე 🎉🎉🎉 🦠🔫 მოუთმენლად ველოდები ზუკა და ანდრიასთან შეხვედრას 🎈 არ ვიცი რა როგორ ჩამოვაყალიბე აქ , ცოტა აღელვებული ვარ , მაგრამ მინდოდა დამეწერა ეს ყველაფერი 🙌 ამ ვრცელი პოსტის მიზანი არის პირველ რიგში ჩემი მადლიერების გამოხტვა იმ ადამიანების მიმართ ვინც პიველივე დღიდან გვერდით მედგა , მადლობა კლინიკა თიმის ხელმძღვანელებს, კოლეგებს , ოჯახს , მეგობრებს , თქვენ მე გადამატანინეთ ეს მწარე დღეები მორალურად 💛მადლობა კლინიკა ბოჭორიშვილის მედპერსონალს , ჩემს ექიმ ინფექციონისტს , ხატია ხატიაშვილს , რომელიც გარდა თავისი პროფესიონალიზმისა არის ძალიან ყურადღებიანი და ძალიან თბილი ადამიანი , ადამიანი რომლოს დანახვა მიხაროდა ყოველ დღე 💛მინდა გავამხნევო ის ადამიანები ვინც ინფიცირებულია კორონავირუსით , თქვენ ამას შეძლებთ , იმიტომ რომ ჩემმა 2 წლის ბიჭმა შეძლო , მე შევძელი , აუცილებლად თქვენც გამოგივათ ყველაფერი , თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს ძალიან გამბედავი , ჰუმანური და მშრომელი მედპერსონალი 🌸🌸🌸 ვფიქრობ რომ მე და ანდრიამ , ბევრის შიში დავამარცხეთ ❤️✊ ჩვენ ვიქნებით სხვებისთვის მაგალითი , თუ როგორ არ უნდა დანებდე ❤️🎈
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
სალამი, მე ვარ კატო...
ესპანეთში მცხოვრები ქართველი გოგონა Facebook-ზე პოსტა აქვეყნებს, სადაც ის დეტალურად იხსენებს თუ როგორ დაეწყო სიმპტომები და რა გზა გაიარა. მკაფიოდ აღწერს თუ რატომ ვერ უძლებენ ვირუსს მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები; ან ადამიანები ვისაც სუნთქვის პრობლემები აქვთ: “სალამი, მე ვარ კატო. უკვე სათვალავი ამერია მერამდენე დღეა სახლში ვარ გამოკეტილი. ესპანეთში ვცხოვრობ აგერ უკვე 11 წელია.😊 მოკლედ მოგიყვებით ჩემი, როგორც ექიმები მეუბნებიან covid 19 თვით მკურნალობის პროცესს. ადრე მქონდა დასმული კითხა იყო თუ არა ვინმე ამ ვირუსით და ლამის ქვები მესროლეს. მინდა გითხრათ და დაგამშვიდოთ რომ ეს არ არის სირცხვილი. იმიტომ რომ არც ფერი აქვს და არც ანათებს. ასე რომ შეიძლება ყველას შეხვდეს. ჩემს შემთხვევაში ძალიან ვფრთხილობდი და სანამ ჩემს ქალაქში დაფიქსირდებოდა covid 19 მომარაგებული მქონდა სადეზინფექციო გელები და მოკლედ ყველაფერი. მეტროში ვცდილობდი რომ ახლოს არავისთან არ დავმდგარიყავი და ა.შ. მაგრამ ამ ვირუსის დროს ხშირად გვგონია რომ უცხო ადამიანი შეიძლება იყოს ჩვენი ინფიცირების წყარო რაც მცდარია, შეიძლება იყოს ჩვენივე ოჯახის წევრი, მეგობარი, თანამშრომელი და ა. შ. რაც შეეხება სიმპტომებს იყო შემდეგნაირად. დაახლოებით 10 დღის წინ დამეწყო ყელის ტკივილი, არ მქონდა სურდო, არც ცემინება. იმავე დღეს დამეწყო მშრალი ხველება. მეგონა გაციებული ვიყავი და დიდად ყურადღება არ მიმიქცევია. მე3 და მე4 დღე ალბათ იყო ყველაზე რთული. სუნთქვის პრობლემები შემექმნა და ფილტვებიდან ყოველჯერზე ჰაერის ჩასუნთვა, ამოსუნთვა იყო ტკივილთან დაკავშირებული. შეგრძნება , ვეცდები აღვწერო. თითქოს მტვერი შეგაყარეს ფილტვებშიო და ჟანგბადს ვერ იღებ, ან კიდევ დამსხვრეული ბოთლის პატარა ნაწილაკები რომ გერჭობოდეს . არ ვიცი რამდენად გასაგებად ვხსნი . მოკლედ დავრეკე ჩემს პირად ექიმთან. რომელთანაც უკვე ამ დროოსთვის ვიზიტის ჩანიშვნა უკვე გაუქმებული იყო და მარტო შემეძლო სატელეფონო კომუნიკაცია. ხო კიდევ მახლდა თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. სიმპტომები როცა მოვუყევი ჩემს ექიმს მითხრა რომ covid 19 სიმტომები მქონდა და რადგანაც რისკ ჯგუფში არ შევდიოდო ვერაფერს გამიკეთებდნენ და უნდა დავრჩენილიყავი სახლში. ვერც გავიდოდი, ვერც ვერავინ შემოვიდოდა ჩემთან. თავიდან მეგონა რომ მე არა, რანაირად საიდან. შემდეგ აღმოჩნდა რომ ჩემი მეგობარი რომელიც მადრიდში იყო და ვისთანაც კონტაქტი მქონდა 10 დღის წინ ისიც იგივე სიმპტომებით ცუდად იყო და covid 19 დაუდგინდა. ის რისკ ჯგუფში შედიოდა და მას ჩაუტარეს ტესტი. მოკლედ ვაგრძელებ მოყოლას. 5 ,6 დღეს სუნთქვა უფრო მიძნელდებოდა და ამას დაემატა სიცხეები. სიცხეები არც ისე მაღალი მქონდა 37.8 , 37.9. პარაცეტამოლით ვაგდებდი და ჩემს უჟანგბადობას ინგალატორით ვებრძოდი მაგრამ დიდად არ მეხმარებოდა. საუბარი მიჭირდა იმიტომ რომ ისტერიული ხველა მემართებოდა. ამიტომ უმეტესად ვცდილობდი მშვიდად ვყოფილიყავი და ჩუმად😁 . ყველაზე რთული ალბათ მე-8 დღე აღმოჩნდა 2 ჯერ მქონდა შეტევა და მეგონა რომ ვიგუდებოდი. (ჩემი ექიმი ყოველდღე სატელეფონო კონსულტაციას გადიოდა ჩემთან და როგორც აქამდე quedate tranquila en casa იყო პასუხი) მოკლედ გადავწყვიტე ჩემით ექიმთან წასვლა. მანამდე დავრეკე სასწრაფოში და ვიკითხე თუ როგორ უნდა წავსულიყავი ისე რომ სხვისთვის საფრთხე არ შემექმა. გვიან ღამით ჩემი ნიღბით ხელთათმანით ფეხით წავედი გოსპიტალში. ქუჩაში არავინ იყო, ალაბთ სულ 2 ადამიანი შემხვდა და ორივეჯერ გზის მეორე მხარეს გადავედი. როცა მივედი გოსპიტალში , ალბათ ეს იყო ყველაზე რთული. მოკლედ ეკიპირებული ექიმი კითხვით რატომ მოხვედი? პასუხი: ვიხრჩობი მოკლედ შეშინებული ექიმები, შეშინებული მე, კეთროვანივით ვიგრძენი თავი და ვიყავი კიდევაც ახლოს არ მეკარებოდნენ. მათიც მესმის . შიშველი ხელებით არიან დარჩენილები და არანაირი მატერიალი არ აქვთ იმისთვის რომ თავი დაიცვან. მოკლედ გამიგრძელდა. გადამიღეს რენდგენი. დამინიშნეს წამალი და წამოვედი ისევ სახლში. დღეს მე10 დღეა. თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. ნაკლებად მახველებს. იმედია ხვალ და ზეგ უკეთ ვიქნები. ერთადერთი ის მინდა რომ დროზე მორჩეს და ჩემი შვილები ჩავიხუტო ისევ გულში. მინდა გითხრათ რომ არც ისეთი მომაკვდინებელია covid 19. უბრალოდ მინდა გთხოვოთ და გირჩიოთ რომ თუ ვინმე გყავთ უფროსები ,ბებიები ბაბუები, მშობლები. ან ისეთი ოჯახის წევრები ვისაც პათოლოეგიები აქვთ, შეეცადეთ მაქსიმალურად იზოლაციაში ამყოფოთ. არ მიხვიდეთ, საკვები დაუტოვეთ კარებთან. 10 დღე. პირში მგრძნობელობა დავკარგე რაც სულაც არ არის სასიამოვნო შეგრძნება. იმედია ესეც მალე დამიბრუნდება.💖 მე რამოდენიმე დღე კი ვიყავი ცუდად მაგრამ არა ისე რომ ადამიანმა ვერ გაუძლოს, მაგრამ ვისაც სუნთქვის პრობლემები აქვს და ასე შემდეგ იმათვის რთულად გადასატანი იქნება. რაც მთავარია განეწყვეთ დადებითათ. არ აყვეთ ნერვებს. ნერვიულობა აქვეითებს იმუნიტეტს და უფრო გაგიგრძელდებათ. მიიღეთ ბერვი სითხე . მადლობა და ბოდიში ასეთი დიდი პოსტისთვის. თავს გაუფრთხილდით და გაუფრთხილდით სხვებს. პ.ს რაც შეეხებათ ბავშვებს. როგორც აქ ამბობენ ბავშვები ჩუმი მატარებლები არიან და ამიტომაც გვყაბს ბავსვები სახლებში გამოკეტილი. ნუ გეშინიათ, თქვენ შვილებს არაფერი დაემართებათ. უმჯობესია ბებია ბაბუებთამ არ დატოვოთ და არც იმ ადამიანებთან ვინც მაღალი რისკ ჯგუფშია. ნუ გეშინიათ. თუ მე შევძელი თქვენც აუცილებლად შეძლებთ გამკლავებას. 🙏🙏🙏 💖”
Sokhumi Daily
Sokhumi · 1 week ago
მწარე მოგონებანი აფხაზეთზე
სახლში შემთხვევით გადავაწყდი ერთ ჩანაწერს, რომელიც გაკრული ხელით იყო დაწერილი. სათაურად – “მწარე მოგონებანი აფხაზეთზე”. ბევრი ფიქრის შემდეგ გამახსენდა ჩემი სტუდენტობის მეგობარი, რომელმაც 9 წლის უკან, პირველ კურსზე დამიწერა და მაჩუქა 6 გვერდად აკინძული. წარმოშობით აფხაზეთიდანაა და სწორედ ამიტომ აქვს დაწერილი ეს არარეალუირად მძაფრი განცდის სიუჟეტები სულში ჩამწვდომი სიტყვებთ. ვიფიქრე, რომ ნამდვილად იმსახურებს მისი მონაყოლი ერთ ლამაზ ადგილს ჩემს ბლოგზე, ამიტომ გთავაზობთ ჩანაწერს უცვლელად. აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი კუთხეა. შავი ზღვა, მთები, ფლორა, ფაუნა, ტბები, მიწისქვეშა მღვიმეები, ზღვის ნოტიო და სუბტროპიკული ჰავა, თერმული წყლები წარუშლელ ზეგავლენას ახდენს მნახველზე. აფხაზეთის ტერიტორია მთელი საქართველოს ტერიტორიის 12.5%-ია და 8.7 ათას კვ. კილომეტრს შეადგენს. აქედან 74% მთა-გორებს უჭირავს. პირველი საუკუნის ბოლოსთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები ჩამოყალიბდა, რომელთა მთავრებს რომაელი იმპერატორები ამტკიცებდნენ. ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში მთელი დასავლეთ საქართველო ერთიანდება ეგრისის (ლაზთა) სამეფოს გარშემო, ხოლო VIII საუკუნის 30-იან წლებში ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამთავრო. პ. ინგოროყვა, მ. ლორთქიფანიძე, თ. მიბჩუანი და სხვა ისტორიკოსები ხაზგასმით მიუთითებენ, რომ “სახელწოდება აფხაზი თავდაპირველად დასავლეთში მცხოვრებ ქართულ ტომს აღნიშნავდა, შემდეგ კი იგი გახდა არაქართველი ხალხის სახელი, რომელიც თავის თავს “აფსუას” უწოდებდა. შუა საუკუნეებში აფხაზი ისეთი ქართველი იყო, როგორც დღეს კახელი, ქართლელი, იმერელი, მეგრელი და სვანი…” ცნობილია, რომ შუა საუკუნეებში აფხაზური ენა არ არსებობდა, რადგან აფხაზები ქართულ-მეგრულ ენაზე მეტყველებდნენ. ვორონცოვის მტკიცებით: “აფხაზები ენათესავებიან მონღოლებს, ალანებს, ბერძნებს, იტალიელებს, გერმანელებს, ირანელებს სომხებს, თურქებს.. ქართველების გარდა ყველას. IX-X საუკუნეებიდან აფხაზები სისხლით დაუნათესავდნენ რუსებს”. ვორონცოვმა აფხაზები კინაღამ ადამისა და ევას შვილებად გამოაცხადა. მეცნიერის ამგვარი მტკიცების მიზანი სულ სხვა იყო, ვორონცოვს უნდოდა აფხაზეთი რუსების საზაფხულო აგარაკად ქცეულიყო. მაგრამ, როდესაც დაინახა, რომ მის მიზანს განხორციელება არ ეწერა მან დასვა საკითხი აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ამან კარგად დაანახა აფხაზებს, თუ რა სახის დამცველი ჰყავდათ ვორონცოვის სახით. და იგი მისივე სახლის შესასვლელთან ვერაგულად მოკლეს. რუსეთის ცარიზმი მრავალი წლის წინ ცდილობდა აფხაზ-ქართველთა დაპირისპირებას, აღვივებდა შუღლს მათ შორის. ავიწროებდა ქართულ ენას, ქართულის ნაცვლად მღვდელმსახურება ტარდებოდა სრულიად გაუგებარ ძველ სლავურ ენაზე, ეკლესიები კი რუსულ საეკლესიო ინსტანციებს დაუკავშირეს. რუსების მცდელობა ქართული ენის შესასუსტებლად კარგად ჩანს რუსიფიკაციის ერთ-ერთი პოლიტიკოსის ჩანაწერში: “აფხაზური დამწერლობის შემოღება ეკლესიისა და სკოლის მეშვეობით უნდა იყოს საშუალება ქართული ენის გამოყენების შესასუსტებლად, რათა იგი თანდათან იქცეს სახელმწიფო ენად და შეცვალოს ქართული”. აგრეთვე თავადი გოლიცინი და ეგზარქოსი ალექსეი სინოდის ობერ-პროკურორს წერდნენ: “გვინდა სოხუმის ეპარქია არასასურველ ქართულ გავლენას ჩამოვაცილოთ, ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია სოხუმის ეპარქიის ყუბანზე მიერთება, რადგან აქ არსებული ქართული მოძრაობა ამ უბნის გარუსებას ამუხრუჭებს”. მიუხედავად რუსების ამგვარი მზაკვრული მცდელობისა 1921 წლის დეკემბერში აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა, როგორც “მოსალაპარაკებელი რესპუბლიკა” სათანადო ხელშეკრულებით. საქართველო-აფხაზეთს შორის გაფორმდა სამხედრო-პოლიტიკური და საფინანსო-ეკონომიკური კავშირი, გაერთნიანდნენ სამხედრო, საფინანსო, სამეურნეო, იუსტიციის და საზღვაო ტრანსპორტის კომისარიატები. 1990 წლისთვის აფხაზეთში არსებობდა 93 კოლმეურნეობა და 56 საბჭოთა მეურნეობა, სადაც დასაქმებული იყო 57500 მაცხოვრებელი. აფხაზეთში ყოველგვარი პირობები იყო ნორმალური და ბედნიერი ცხოვრებისთვის, მაგრამ ზოგიერთი აფხაზი, განსაკუთრებით გააფხაზებული ქართველი, ხშირად უკუღმართობდა. გამომდინარე იქიდან, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომლებიც იძლებულნი გახდნენ მიეტოვებინათ საკუთარი სახლ-კარი, გადავწყვიტე დამეწერა აფხაზეთზე. სიტყვა აფხაზეთი არის ჩემი სულიერი და ხორციელი ტკივილი და კვნესა. დარწმუნებული ვარ აფხაზეთიდან დევნილი ნებისმიეირ პიროვნება იგივეს განიცდის ამ სიტყვის გაგონებისას. მინდა მწუხარებით გავიხსენო რამდენიმე მაგალითი, იმ საშინელი ფაქტებიდან, რაც ტრიალებდა აფხაზეთში. შეიძლება ვინმემ თქვას, რად გვინდოდა იმ საშინელებათა გახსენება რაც დატრიალდა აფხაზეთში, უკეთესი არ იქნება რაც უფრო მალე ამოიშლება ის სამარცხვინო ფურცელი ჩვენი მეხსიარებიდანო; მაგრამ არა, დავიწყებას არ უნდა მიეცეს ის რაც აფხაზეთში მოხდა. მზაკვრული კლასიკური ხერხებით განხორციელებული ეთნიკური წმენდა აფხაზეთში, რომლის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი იყო და არის რუსეთის იმპერია, ხოლო შემსრულებელი – აფსუა სეპარატისტები და მათი ჩრდილო-კავკასიელი ძმები, დაფიქსირებული და დაგმობილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების საფუძველზე. მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია იმ ათასობით წამებით დახოცილი უდანაშაულო ადამიანების ოჯახებისთვის, რომლებიც დახოცეს იმიტომ, რომ ქართველები იყვნენ. გალის რაიონში ადგილობრივი მოსახლეობის ფიზიკურ წმენდას შეეწირა 1300-მდე მშვიდობიანი უდანაშაულო ადამიანი, რაც მთლიანად აფხაზეთში დაღუპულთა 25% შეადგენს (?). გალის რაიონი, ოდითგანვე სამურზაყანოდ ცნობილი, ყოველთვის წარმოადგენდა ქართული კულტურის განვითარებისა და თვითმყოფადობის დაცვის ცენტრს. აფხაზეთში ძმათამკვლელი კონფლიქტის დროს გალის რაიონმა ყველაზე ბოლოს იწვნია ომის მსახვრელი ხელი, მაგრამ ის რაც საკუთარი მოსახლეობის აყრის შემდეგ დაატყდა თავს ამ რაიონს, ამაზრზენი და ცივილიზებული სამყაროსთვის ყოვლად მიუღებელია. იმედი მაქვს მალე დადგება ის სანატრელი დღე, როცა სისხლით მონათესავე ქართველები და აფხაზები მომავალ თაობათა ბედ-იღბალზე ზრუნვითა და პასუხისმგებლობით გაერთიანებულნი პარივს მიაგებენ სამურზაყანოს თვითმყოფადობასა და მისწრაფებებს. აფხაზეთი – ჩვენი ყველაზე დიდი და მძიმე სატკივარია. უმოწყალოდ დახოცილი თანამემამულენი, შელახული თავმოყვარეობა, დაკარგული ტერიტორიები უმძმეს მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ იმედი მაინც არსებობს, რომ აღდგება ისტორიული სამართლიანობა, იზეიმებს სამართალი და კაცთმოყვარეობა. ქართულ-აფხაზური ომი 1992 წელს კი არ დაწყებულა, არამედ იგი დიდი ხანი იყო, რაც მზადდებოდა. ამ ვადაგანუსაზღვრელი ომისთვის საფუძველის ჩაყრა მაშინ დაიწყო, როცა აფხაზებმა ქართული ტოპონიმების შეცვლა დაიწყეს აფსუური ტოპონიმებით. ეს ომი გააჩაღეს ერთეულმა – სწავლაში, ცხოვრებაში და მუშაობაში ხელმოცარულმა ადამიანებმა მესამე ძალის უშუალო ხელმძღვანელობითა და დახმარებით. აფხაზი ხალხი აქ არაფერ შუაშია, ზოგიერთმა ამბიციურმა პირმა ჩაითრია ისინი ომში და საუკუნოვანი პრობლემა შეუქმნეს საკუთარ ხალხს და ქართველებს. აფხაზეთის კონფლიქტის წამომწყებნი სათანადოდ არ დასჯილან. ამან ფრთები შეასხა მათ და უფრო ინტენსიურად დაიწყეს ომისთვის მზადება. წარმოებდა სამხედრო გადამზადება, ახალი ბატალიონების ჩამოყალიბება ჩრდილო კავკასიიდან მოსული, დაქირავებული ახალგაზრდების ხარჯზე. ბევრი ჩამოსული ახალგაზრდა ჩარიცხეს აფხაზეთის უმაღლეს სასწავლებლებში. ფაქტიურად ისინი ბოევიკები იყვნენ და ომისთვის ემზადებოდნენ. ყიდულობდნენ იარაღს, სამხედრო ტექნიკას, საველე რადიოსადგურებს. მათ გათვლილი ჰქონდათ ისიც კი, თუ როგორ და რა ტრანსპორტით გაეტანათ ნაძარცვი ქონება. 1993 წელს აფხაზებმა წარმატებით ჩაატარეს რუსეთის შეიარაღებული ძალების [……….. რამდენიმე სიტყვა გარკვევით არ იკითხება, კ.ს.] ჩაიგდეს ათასზე მეტი ავტომატი, 1275 ტყვიამფრქვევი და საბრძოლო მასალები. საქართველოში კი ამ დროს სრული ანარქიაა. ნაწილი პრეზიდენტის მომხრეა, ნაწილი ოპოზიციაშია, ნაწილი სეპარატისტებთან თანამშრომლობს, ზოგიერთი კი იმით იყო დაკავებული, როგორმე ხალხი დუბაიში გაეწვია დასასვენებლად. ასეთი მდგომარეობა აფხაზებმა გამოიყენეს და ერთადერთ სახელმწიფო ენად გამოცხადდა რუსული. 1994 წლის ნოემბერში მიღებული კონსტიტუციით აფხაზეთი გამოაცხადეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. აფხაზთა მიზანი იყო ქართველთა გენოციდი და ეთნიკური წმენდის ჩატარება. ეს მათ განახორციელეს კიდეც და ქართველების აბსოლუტური უმეტესობა გამოყარეს, გამოაძევეს აფხაზეთის მიწიდან, საკუთარი მამულებიდან. აფხაზეთის ტერიტორიიდან ქართველთა გამოდევნა განხორციელდა 5 ეტაპად: 1. 1991 წლის 17 მარტიდან 1992 წლის აგვისტომდე ქართველთა გამოდევნა გუდაუთის რაიონიდან. 2. 1992 წლის 14 აგვისტოდან 2 ნოემბრამდე ისევ გუდაუთის რაიონიდან. 3. 1992 წლის 2 ოქტომბრიდან 15 სექტემბრამდე ქართველა გამოდევნა გაგრის რაიონიდან. 4. 1993 წლის 16 სექტემბრიდან ქართველთა გასახლება სოხუმისა და ოჩამჩირის რაიონებიდან. 5. 1993 წლის 30 სექტემბრიდან ქართველთა გასახლება გალის რაიონიდან. ქართველების მიმართ აფხაზ ბოევიკთა ვერაგობის, უსაზღვრო სიძულვილისა და სისასტიკის არაერთი შემაძრწუნებელი ფაქტი არსებობს. მაგალითად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბ-ნ თ. ნადარეიშვილის მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ ასობით კარგად მომზადებული და შეიარაღებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები ქალაქებსა და სოფლებში შეჭრისთანავე იწყებდნენ ქართველთა ხოცვა-ჟლეტას. ცოცხალ ადამიანებს თავებს ჰკვეთდნენ, სხეულებს უსახიჩრებდნენ, ქალებს ქმრებისა და მშობლების თვალწინ აუპატიურებდნენ. ამაზე მეტი სისასტიკე რაღა გვინდა. 1995 წლის 17 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟაში ბოევიკები თავს დაესხნენ ერთ-ერთ ოჯახს და მშობლების თვალწინ ორი მცირეწლოვანი ბავშვი რკინის ღობეზე ჩამოაცვეს, მშობლები წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით, მისი რძალი და სტუმარი იქვე მიახვრიტეს. აქვე მინდა გავიხენო ჩემი ბიძის ოჯახის გამოსახლებაზე და მისი ძმის მკვლელობაზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ზემოთ აღნიშნულ ოჩამჩირის რაიონში. საბედნიეროდ მამიდაჩემმა, ბიძაჩემმა და მამიდაშვილებმა მოახერხეს გამოქცეოდნენ აფხაზ სეპარატისტებს, მათ სახლიდან ვერაფრის წამოღება ვერ მოახერხეს. ყველაფერი აფხაზებმა წაიღეს, რისი წაღებაც ვერ მოახერხეს დაამტვრიეს და ცეცხლი წაუკიდეს. იქვე ახლომდებარე სახლში ცხოვრობდა ბიძაჩემის ძმა, რომელიც სახლში იმყოფებოდა როცა ეზოში აფხაზები შესულან, მათ დაიჭირეს ბიძაჩემის ძმა, აწამეს, შემდეგ კი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს და როგორც შემდეგ გაირკვა დახვრიტეს. სოფელ ფშაფში სომხების ბანდამ დახოცა ექიმები ძმები სიჭინავები. ფეხმძიმე ქალი, გვარად პაპავა ხეზე დაკიდეს, მუცელი გაუჭრეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს. გაგრელ კაცს გვარად მელაძეს, გადაუჭრეს ვენები, მისი სისხლით ჭიქები აავსეს და ქართული სისხლით შესვეს “დამოუკიდებელი აფხაზეთის” სადღეგრძელო. რა დონის სასტიკი უნდა იყო, რომ საკუთარი ხელით ჩაიდინო ასეთი სისასტიკე. ჩემი აზრით, ადამიანმა, რომელმაც ეს სისასტიკე ჩაიდინა, არ არის ღირსი იწოდებოდეს ადამიანად. 1995 წლის 5 ოქტომბერს დაბა ლესელიძეში აწამეს და ელექტრო ბოძზე ჩამოახრჩვეს 50-მდე ქართველი. ახალსოფელში დახვრიტეს 17 კაცი. 70 წლის ი. გრძელიძეს საჯაროდ ამოგლიჯეს გული, ხალხის თვალწინ ცულით დაჩეხეს ე. მაისურაძე. აფხაზების მიერ ჩადენილ სისასტიკეს ბოლო აღარ უჩანდა. მოვიყვან მოკლე ამონაწერს აფხაზების ტყვეობაში მყოფი ახალდაბელი პედაგოგის მოგონებებიდან, რომელიც ყველა ქართულ გაზეთში დაიბეჭდა: “…. ყველანი წაგვასხეს სკოლის ეზოში, იქ კიდევ ქალები და ბავშვები შემოგვიერთეს, ეზოებში და სოფლის გზაზე ეყარა დახოცილი ხალხი, აგვართვეს ორი გოგო, მერვე და მეცხრე კლასელები იყვნენ. დედებმა მორთეს ღრიალი არ წაიყვანოთო. ოქროსა და ფულს მოგცემთო, მაგრამ ამაოდ. ოქროც წაართვეს, ფულიც და გოგონებიც წაიყვანეს. ჩასვეს პატარა მანქანაში და მერე მე ისინი თვალით აღარ მინახავს. მალე მათი ლიდერი ედიკ ჟვანია მოვიდა და აძიუბჟის შტაბში წაგვიყვანეს. შტაბის ზედა სართულზე ახალგაზრდები შეიყვანეს. ქვედა სართულზე კი – ხანდაზმულები. ზედა სართულიდან გაჰყავდათ ახალგაზრდა გოგონები, ჩემი ნათესავი ორი გოგონაც ასევე წაიყვანეს. წარმოიდგინეთ ჩვენი მდგომარეობა, ხმის ამოღების უფლება არ გვქონდა და მუნჯურად დავტიროდით საკუთარ თავსა და უბედურებას. ერთმა გოგონამ შემომჩივლა – თამარა ბებია, მეტი აღარ შემიძლია რა ვქნაო. როდესაც გამომიშვეს ასე მითხრეს: შენ თუ არ შეგიძლია მაშინ ვინმე შენი ტოლი გამოიყვანეო. რა ვქნა როგორ მოვიქცეო? არ ვიცოდი რა მეპასუხა ასეთი პატარა გოგოსთვის, ჩემივე მომავლისთვის. ჯერი უკვე ჩემს შვილიშვილზე იყო. მე, გონებაწართმეულმა პედაგოგმა შუბლის ძარღვი გავიწყვიტე და ასე ვუპასუხე: “ბებია ნუ გეშინია არ მოგკლავს, მოგეფერება, ერთხელ კიდევ გაყევი მეთქი” – ბავშვი მაშინვე გაყვა. ამით მე, საცოდავმა ჩემი შვილიშვილი გადავარჩინე, მაგრამ რის საფასურად? ღირს აწი ჩემი ქალობა, ჩემი პედაგოგობა და ჩემი სიცოცხლე?” კიდევ ერთი შემაძრწუნებელი ფაქტი, აფხაზებმა ტამიშში ტყვედ აიყვანეს გ. ბენიძე და ფ. არჯევანიძე. ბენიძეს ჯერ ყურები ჩამოათალეს, შემდეგ ცხვირი მოაჭრეს, ბასრი დანით მუცელს უფატრავდნენ და შემდეგ იმავე დანით ყელი გამოჭრეს. არჯევანიძეს სხვანაირი სასჯელი მოუფიქრეს – კისერში ეკლიანი მავთული ჩააბეს, ცხენს გამოაბეს და მანამ ათრიეს სანამ სული არ დალია. ყურები და ცხვირი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მოაჭრეს. 1993 წლის 27 ივნისს სოჭში ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მოხდა ქართული ჯარის განიარაღება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, გაყვანილ იქნა მძმე ტექნიკა. ასევე თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა. აფხაზეთის გახიზნული მოსახლეობა დაუბრუნდა საკუთარ კერებსა და მშვიდობიან ცხოვრებას. 16 სექტემბერს კი ეს შეთანხმება ვერაგულად დაირღვა და 10 დღის უთანასწორო სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ სოხუმიც დაეცა. ხიზნობიდან სოხუმში დაბრუნებული ხალხი თითქოს ხელოვნურად და წინასწარ დაგეგმილად გამოუვალ მდგრომარეობაში აღმოჩნდა. ბევრი მათგანი დაიღუპა, ბევრმა წვალებით გამოაღწია სამშვიდობოს. აფხაზეთის დაკარგვით ლტოლვილად იქცა 280 ათასი ქართველი, 30 ათასი რუსი, 25 ათასი აფხაზი, სომეხი, ბერძენი, ებრაელი და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. აფხაზეთიდან დევნილი ადამიანების მწარე მოგონებების, ტანჯვა-წამების და ენით აუწერელი სისასტიკის მიუხედავად, მჯერა, რომ მალე დავბრუნდებით აფხაზეთში და ის ნაღველი და სევდა, რაც სიტყვა აფხაზეთის გაგონებისას გვეუფლება შეგვეცვლება სიხარულით და ბედნიერებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვცხოვრობ მაინც მირჩევია ჩემს მამულში, აფხაზეთში ვიცხოვრო. აქვე მინდა მოვიყვანო ერისთავის ცნობილი ლექსის ერთი სტროფი, ჩემი სურვილის გასამართლებლად: სამშობლო, დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა ორივ ტკბილია ძმობილო, მირჩევნის ორთავ თვალზედა როგორც უფალი, სამშობლოც – ერთია ქვეყანაზედა.. არ გავცვლი სალსა კლდეებსა, უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა.#აფხაზეთი #სოხუმი #მოგონებები #ოკუპაცია #პოლიტიკა #sokhumidaily