ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ყოფილი გენერალური დირექტორი, პროფესორი - იორამ ლასსი:

0
“კორონავირუსის პირველი ტალღა არ ყოფილა, ადგილი აქვს სიცრუეს. მარტში, აპრილსა და მაისში ისრაელში გარდაიცვალა 115 ადამიანით ნაკლები, ვიდრე წინა წლის იმავე თვეებში. არ ყოფილა პირველი ტალღა, იყო ატეხილი ისტერიკა. და არც მეორე ტალღა არსებობს. მსოფლიოს არც ერთ მთავრობას არ შეუძლია არანაირი ვირუსის გავრცელების შეჩერება. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც არ არის ვირუსი, ანტარქტიდაა. მთელი მსოფლიო სავსეა ვირუსებით. მთელი ისრაელი სავსეა ვირუსებით, და ვერავინ მათ ვერ შეაჩერებს. ინფიცირებულია მოსახლეობის 5-იდან 10 პროცენტამდე, ამას არ გააჩნია მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გრიპის ვაქცინა, მილიონი ისრაელის მოქალაქე სინამდვილეში ინფიცირებულია გრიპით, ათასობით ადამიანი კვდება გრიპის გართულებით. ზამთარში სიკვდილიანობის უზარმაზარი ტალღა გვაქვს ხოლმე. მაგრამ ეს თქვენ არ გაინტერესებთ! არა მხოლოდ კანონი უნდა დავიცვათ განუხრელად, არამედ უნდა ვიაზროვნოთ. არ მისცეთ მათ საშუალება, ტვინები გამოგირეცხონ. ყველაფერ ამის უკან ინტერესები, აგრეთვე სისულელე და ისტერია დგას. არსებობს ფსიქიკური დაავადება, რომელსაც განგაში ჰქვია. მერწმუნეთ, ეს დაავადებაა, რომლისგანაც რთულია გამოჯანმრთელება. ის, ვისაც ეშინია, არაფრის გაკეთება არ შეუძლია. შეხედეთ მონაცემებს. ისრაელში არ იყო პირველი ტალღა; არც მეორე ტალღა ყოფილა. რაც უფრო მეტი ტესტი ტარდება, ირკვევა, რომ მით უფრო მეტი ჯანმრთელი ადამიანი იძლევა დადებით შედეგს ტესტზე. მთავრობა ჯიუტად აცხადებს ამ ადამიანებს დაავადებულებად. კორონავირუსის საკითხი უპრეცედენტოა თანამედროვე ეპოქაში. მისი შესწავლა სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტებზე მოხდება. ჩვენ მოწმენი ვართ სოციალური ქსელების ვირუსის სოციალური ფენომენისა, რომელმაც მართლა გამოურეცხა ტვინი მთელ მსოფლიოს.”
#ახალიამბები
0