–რატომ ხარ ასე მოწყენილი? შემიძლია დაგეხმარო?
–ჩემი დამხარება რთულია..
–ერთ ადამიანს შეუძლია დაეხმაროს მეორეს სურვილის შემთხვევაში! გინდა გამოვიცნობ შენი წუხილის მიზეზს?
–გამოიცანი..
–შენ გინდა უყვარდე მათ, ვინც შენ გულით გიყვარს, მაგრამ, სამწუხაროდ, სამყარო დაუნდობელი გახდა, ადამიანებს გადარჩენისათვის უწევთ ბრძოლა, მათ ერთმანეთისა და საკუთარი შვილების სიყვარულისათვის ძლივს ჰყოფნით დრო და ენერგია, მოხუცებისათვის კი საერთოდ არ რჩებათ; ჩვენ კი მოხუცებს, დრო არ გვაქვს ლოდინის, ჩვენ არ შეგვიძლია ველოდოთ სანამ უკეთესი გახდება სამყარო!
–შენ მარტოხელა ხარ?
–მე დიდი ოჯახი მაქვს, ყველა მიყვარს, მაგრამ დღეს, ჩემი მეუღლის გარდაცვალების დღე იყო, ყველას დაავიწყდა ჩემს გარდა... მე თავად გავაწყვე სუფრა მისი ხსონის პატივსაცემად, მაგრამ რძალი გამიწყრა, რატომ დახარჯე ამდენი"უაზროდო"... მე გავბრაზდი და წამოვედი.. ასეთია ბედნიერი ქორწინება–ვიღაც მიდის ადრე, შენ კი რჩები მარტო, ადამიანებით გარემოცული, მაგრამ მაინც მარტო...!
წამოდით ჩემთან, ქალაქგარეთ პატარა სახლი მაქვს, მყუდრო, ბუხრით... იქ არავინ შეგვიშლის ხელს, რომ ჩვენი გარდაცვლილები მოვიგონოთ ცოცხლებივით...
ხათუნა ფერაძე
#goodplaces