0
იგავი ორ ტყუპზე ორი ტყუპი ჩაისახა დედის საშოში. დაინახეს ერთმანეთი და გაუხარდათ: "რა კარგია, რომ ჩავისახეთ! რა მშვენიერია სიცოცხლე!" ერთად ეცნობოდნენ ტყუპები სამყაროს. როდესაც ჭიპლარი აღმოაჩინეს, მათ იღაღადეს: _ რაოდენ დიდია დედაჩვენის სიყვარული, რა მშვენიერია, რომ ის თავის სიცოცხლეს გვიზიარებს! გადიოდა დრო და ტყუპებმა შეამჩნიეს, რომ თანდათან იცვლებიან. _ რას უნდა ნიშნავდეს ეს? - იკითხა ერთმა ტყუპმა. _ ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ცხოვრება ამ სამყაროში დასასრულს უახლოვდება, - გამოთქვა აზრი მეორემ. _ მე არ მინდა ამ ცხოვრებიდან გასვლა, მე მსურს აქ დავრჩე სამუდამოდ. _ თქვა პირველმა. _ არჩევანი არა გვაქვს, _ უპასუხა მეორემ, _ მაგრამ იქნებ კიდევ არსებობს დაბადების შემდეგ სიცოცხლე! _ როგორ შეიძლევბა სიცოცხლე დაბადების შემდეგ?! როდესაც ჩვენ ჭიპლარს გავგლეჯთ _ სიცოცხლეც შეწყდება! გარდა ამისა, ჯერ არავინ დაბრუნებულა უკან მუცელში, და არავის უთქვამს, რომ არსებობს სიცოცხლე დაბადების შემდეგ! ეს დასასრულია! ერთ-ერთი ტყუპისცალი სასოწარკვეთილებაში ჩავადა: _ თუ ჩასახვის დასასრული დაბადებაა, აქვს კი საერთოდ აზრი მუცელში ცხოვრებას? ცხოვრება უაზრობაა! იქნებ, საერთოდ, არანაირი დედა არ არსებობს. _ მაგრამ ხომ უნდა არსებობდეს დედა! _ აღშფოთდა მეორე. _ თუ ის არ არსებობს, მაშ, საიდან მოვხვდით აქ? რა გვაძლევს ჩვენ სიცოცხლეს? _ გინახავს როდესმე ეს დედა? _ ჰკითხა პირველმა. _ იქნებ ის მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაში არსებობს. იქნებ, ჩვენ თავად შევქმენით მისი ხატება, რათა უკეთ გვეგრძნო თავი! მუცელში სიცოცხლის უკანასკნელმა დღეებმა განცდებში გაიარა. და აი, დადგა დაბადების დრო. ტყუპები გადავიდნენ სხვა სამყაროში, თვალი აეხილათ და სიხარულისგან ატირდნენ, რადგან იმან, რაც მათ იხილეს, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა...
#goodplaces
0