Google თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას 2021 წლის ივნისამდე აძლევს

0
Google-მა განაცხადა, რომ თავის თანამშრომლებს მომავალი წლის ივნისის ბოლომდე მისცემს უფლებას, სახლიდან მუშაობა გააგრძელონ. ამის შესახებ კომპანიაში მომუშავეებს მეილი გუშინ, 27 ივლისს გაეგზავნათ. "იმისათვის, რომ ჩვენთან დასაქმებულებმა მომავლის დაგეგმვა შეძლონ, ჩვენ 2021 წლის 30 ივნისამდე მივცემთ დისტანციურად მუშაობის არჩევანს მათ, ვისაც საკუთარი საქმის შესასრულებლად ოფისში ყოფნა არ სჭირდებათ", — განაცხადა კომპანიის დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა Google-მა ასეთი დიდი დროით გაახანგრძლივა დისტანციურად მუშაობის ნებადამრთველი პოლიტიკა. სხვა ტექკომპანიების მსგავსად, აქამდე ისიც მეტ ოპტიმიზმს ინარჩუნებდა და იმედოვნებდა, რომ ცხოვრების ჩვეული წესი ერთ-ორ თვეში დაბრუნდებოდა. თუმცა ბოლო დროს სულ უფრო ცხადი ხდება, რომ COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიას უახლოეს მომავალში დასრულება არ უწერია.
#tech
#technology
#google
#ტექნოლოგიები
#ახალიამბები
0