0
❣️ “ალგებრის მასწავლებელი უსაზღვროდ კრეტინს მეძახდა. წარმოიდგინე, უსაზღვროდ კრეტინი, საზღვარი არ გაქვს, ესე იგი შენი კრეტინიზმი გადაჭიმულია დედამიწის ერთი კიდიდან მეორემდე, არც შლაგბაუმი ადევს შენს კრეტინობას, არც საბუთს უსინჯავს ვინმე, არც ღობეს უშენებს ვინმე, მიდის და მიედინება მდინარესავით, უერთდება ზღვას, მერე მეორეს სრუტეებით, არხებით, მერე მესამეს, შედის ოკეანეში, ორთქლდება, მერე წვიმად მოდის, ბალახად ამოდის. ჭექს, ქუხს, მოკლედ შენ ხარ მთელი სამყარო, უსაზღვროდ კრეტინი, აუ, რამხელა რამეა. ალგებრის მასწავლებელის ოჯახი ააშენოს ღმერთმა, როგორ მაფასებდა, როგორი წარმოდგენა ჰქონია ჩემზე და მე კი მლანძღავდა, მეგონა..." ნოდარ დუმბაძე
#goodplaces
0