სოხუმის თეატრის გმირები

0
🔴 რუბრიკა „სოხუმის თეატრის გმირები“. 🔻 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოგიდგენთ რუბრიკას „სოხუმის თეატრის გმირები“, სადაც ყოველკვირეულად აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული სოხუმის თეატრის მსახიობებსა და თანამშრომლებს გაგაცნობთ და მათ შესახებ აქამდე უცნობ, ცნობილ და საინტერესო ფაქტებს მოგიყვებით. 🔴 რუბრიკას ყველასთვის საყვარელი, ნიჭიერი და ქარიზმატული სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობის, ლევან ლოგუას გახსენებით დავიწყებთ. 👤 ლევან იურის ძე ლოგუა დაიბადა ქ. ზუგდიდში 1954 წლის 9 იანვარს. 1970 წელს დაამთავრა ქ. ზუგდიდის მე-5 საშუალო სკოლა. ბავშვობის პერიოდში ზუგდიდის ქაღალდ-კომბინატთან არსებული თეატრალური დასის სპექტაკლებში მონაწილეობდა და ავლენდა არაჩვეულებრივ ნიჭს მხატვრულ კითხვასა და ორატორობაში. გამორჩეული გარეგნობისა და ნიჭის მქონე ლევან ლოგუამ წარმატებით ჩააბარა გამოცდები ქ. თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც 1970-1975 წლებში სწავლობდა. ამავე დროს, მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, რის შემდეგაც მუშაობა ქ. სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის დრამატულ თეატრში გააგრძელა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე თამაშობდა. იყო გამორჩეული დეკლამატორი. მისი ფირი აფხაზეთის რადიოს ოქროს ფონდში იყო შეტანილი. ◼️ სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში განხორციელებული როლები: ◾️ მარადისობის კანონი, ნ. დუმბაძე, რეჟ.: გ. ჟორდანია, შესრულებული როლი: ვერელი ბიჭი. ◾️ ვენეციელი ვაჭარი, უ. შექსპირი, რეჟ.: დ. ალექსიძე, შესრულებული როლი: მოროკოს პრინცი, პორციას მთხოვნელი. ◾️ დიდოსტატის მარჯვენა, კ. გამსახურდია, რეჟ.: გ. ქავთარაძე, შესრულებული როლი: გირშელი. ◾️ უკანასკნელად კივის მატარებელი, გ. კვარაცხელია, რეჟ.: გ. ქავთარაძე, შესრულებული როლი: ანდრია. ◾️ ფსკერზე, მ. გორკი, რეჟ.: გ.ქავთარაძე, შესრულებული როლი: მხატვრის ბიძა. ◾️ ერთი ცის ქვეშ, რეჟ.: გ. ქავთარაძე და მრავალი სხვა... ▪️გადაღებულია ფილმებში: , , კრაზანა"; „მტვერი მზის ქვეშ" და დ. რონდელის ფილმში , , საჰაერო ხიდი". 📸 გატაცებული იყო ფოტო-ხელოვნებით. ⭕️ აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 39 წლის ასაკში, 1993 წლის 27 სექტემბერს ქ. სოხუმში დაიკარგა უგზო-უკვლოდ.
#27სექტემბერი
#რუბრიკა
#სოხუმისთეატრისგმირები
#ჩვენგვახსოვს
0