24 იანვარი

13
მთვარის ოცდამეორე დღე🌒🌒🌒მესამე ფაზა.

24 იანვრის ჰოროსკოპი

24 იანვარს დაბადებულები თავიანთ ბედისწერას საკუთარი ხელით წერენ, დროთა განმავლობაში გაძლიერდება ის თვისებები, რომელსაც თავად აირჩევენ პრიორიტეტულად. ისინი დამოუკიდებელი ადამიანები არიან, რომლებსაც ყოველთვის გააჩნიათ საკუთარი აზრი. ამპარტავნება და ქედმაღლობა მათ არ სჩვევიათ - ყოველთვის მზად არიან, სხვისი აზრი და რჩევა მოისმინონ. ხელმძღვანელობენ იმით, რომ სარგებელი ნახონ, მაგრამ სხვებისთვის ზიანის მიყენებას არ აპირებენ. მათ მდიდარი, სავსე ცხოვრება ელოდებათ - მოვლენები, ცვლილებები. საქმიანობის ხშირი ცვლა მათთვის ჩვეულებრივი რამ იქნება. ერთფეროვნება მალე სწყინდებათ და ახალი მოვლენების, ოცნებების, გეგმების შესახვედრად მიიწევენ. ისინი არიან მოგზაურები, მაძიებლები, რომლებიც მუდამ რაღაც არაჩვეულებრივსა და საოცარს ეძებენ. ასეთი მშფოთვარე ხასიათი მათ არცთუ ცოტა პრობლემას მოუტანს ოჯახურ ცხოვრებაში. ფინანსური მხარე დამოკიდებული იქნება მათ უნარზე, შეინარჩუნონ, შეაგროვონ და გონივრულად ხარჯონ ფული.
გარშემომყოფები 24 იანვარს დაბადებულებით აღტაცებული არიან და აღმერთებენ მათ. ზოგს ეს მოსწონს, მაგრამ ასეთი „კერპთაყვანისმცემლობა" მეტ პასუხისმგებლობასაც მოითხოვს მათგან, რადგან უჩვეულო სტრესულ ვითარებებში ისინი ლიდერები და „მთავარსარდლები" გახდებიან და მათგან ყველა სწორ გადაწყვეტილებას მოელის. ეს კი ნამდვილად მძიმე ტვირთია. ამ დღეს დაბადებულები კერპები არიან თავიანთი თაყვანისმცემლებისთვისაც და მთლიანად, საზოგადოებისთვისაც. აქედან მოდის მოშურნეების მხრიდან ნეგატივი, რომელთაც მათი ადგილის დაკავება სურთ. შედეგად, 24 იანვარს დაბადებულების გაღმერთებას მოსდევს მათი მედიდურობა და ამპარტავნება, რომელიც დღითიდღე მატულობს და მათში იდგამს ფესვებს.

24 იანვარს დაბადებულები

რომის იმპერატორი ადრიანე
მისი დაწყებულია ულამაზესი ციხესიმაგრის მშენებლობა რომში.
იგი იყო პირველი ალპინისტი.
გერმანელი მწერალი, კომპოზიტორი ერნესტ ჰოფმანი.
 “იძულებული ვარ ვაღიარო: ამ ცოდვილ მიწაზე არაფერია სრულყოფილი და ჩვენ ყველანი საკუთარი თავისადმი მონური მორჩილებითა ვართ დათრგუნვილი”.
ქართველი საზოგადო მოღვაწე თამარ ჭავჭავაძე

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:

ღირსი თეოდოსი დიდის ხსენების დღეს
წმიდა თეოდოსი დიდი 424 წელს დაიბადა კაბადოკიაში, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. მშობლებმა „განსწავლეს იგი სწავლითა სულიერითა“და ეკლესიაში მედავითნედ დაადგინეს. მხურვალე ლოცვით განმტკიცებულმა და სახარებისეული შეგონებებით გამხნევებულმა აღასრულა კიდეც განზრახვა - დატოვა მშობლიური ქალაქი და იერუსალიმის სიწმიდეთა მოსალოცად გაეშურა. წმიდა ქალაქიდან გამობრუნებულმა ყმაწვილმა ანტიოქიაში გამოიარა და სვიმეონ მესვეტისაგან კურთხევა მიიღო. განჭვრეტის ნიჭმიმადლებულმა წმიდა მამამ სვეტიდან ჩამოსძახა ღვთის რჩეულს: „კეთილად მოხუედ, კაცო ღმრთისაო, თეოდოსი“, შემდეგ კი თავისთან იხმო, ამბორს-უყო მას და სიტყვიერ ცხოვართა მწყემსობა უწინასწარმეტყველა. საღვთო ტრფიალებით აღსავსე თეოდოსიმ რამდენიმე ხანი სიწმიდით განთქმული ერთი განდეგილი ბერის მორჩილებაში დაჰყო, შემდეგ კათისმას მონასტერში ცხოვრობდა, ბოლოს კი განმარტოება ისურვა და პალესტინის უდაბნოს იმ გამოქვაბულში დაეყუდა, სადაც, გადმოცემით, იესოს თაყვანისცემის შემდეგ ბეთლემიდან გამობრუნებულ მოგვებს გაუთევიათ ღამე. ოცდაათი წელი ცხოვრობდა წმიდა მამა ამ მღვიმეში და ფიცხელი შრომითა და მარხვით ცდილობდა ხორციელი გულისთქმების დაოკებას: მხოლოდ კვირა დღეს ჭამდა; დღე და ღამე ლოცვად იდგა ტირილითა და გლოვით. თეოდოსის ირგვლივ შემოკრებილ ძმათა რიცხვი თანდათან იზრდებოდა, საჭირო ხდებოდა მათთვის საცხოვრებლების აშენება. „და შევარდა წმიდაჲ იგი ორთა გულისსიტყუათა შორის“: დაყუდების სიყვარულის გამო შფოთს ერიდებოდა, მაგრამ შენებაც სურდა, „ცხოვრებისათჳს, რომელნი მისდა მოვიდოდეს“. მან ღმერთს შესთხოვა, განეცხადებინა თავისი ნება. საცეცხლურში ნახშირი ჩაყარა, ზედ საკმეველი დაადო, ხელთ იპყრა იგი და ასე მოიარა სამონასტრედ საგონებელი ყველა ადგილი. „და ვითარ არარაჲ იხილა“, უკანვე გაბრუნდა. როცა თავის მღვიმეს მიუახლოვდა, უეცრად ნახშირი ნაკვერცხლად იქცა და საკმევლის საამო სუნი დაიფრქვა ირგვლივ. ასე გაცხადდა ღვთის ნება. წმიდანმა აქ ააგო პირველი საერთო საცხოვრისი, ანუ, ლავრა, რომელიც ბასილი დიდის ტიპიკონით ხელმძღვანელობდა. თეოდოსის სავანეში სიხარულით ღებულობდნენ და ნუგეშს სცემდნენ უცხოებს, გლახაკებს და „ყოველთა, რომელნი მისა მიივლტოდიან“, მაგრამ ერთხელ, შიმშილობის დროს, უამრავი დამშეული ხალხი მოგროვდა და „შეეშინდა მსახურთა, ნუუკე პური ვერ ეყოს სიმრავლეს მას ერისასა“. ღმერთს მინდობილმა იღუმენმა ბრძანა, გაეღოთ კარები. დამშეული ხალხი ტაბლების ირგვლივ დასხეს. „ჭამეს ყოველთა. და განძღეს და წარვიდეს და ადიდებდეს ღმერთსა“, მონასტრის ბეღელს კი არაფერი დაკლებია.
წმიდა მამა ზრუნავდა სნეულებზეც. მან ააშენა დავრდომილთა თავშესაფარი. წმიდანის ბევრი მოწაფე უდაბნოს გარეთაც მოსაგრეობდა: ზოგმა მეუდაბნეობის ღვაწლი იტვირთა, ზოგიც ეპისკოპოსად და სხვადასხვა სავანეთა იღუმენად დაადგინეს.წმიდა თეოდოსის ღმერთმა წინასწარხედვის ნიჭი მიჰმადლა, მისი ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა: ბეღელში იფქლი მრავლდებოდა, გვალვის დროს წვიმა გარდმოდიოდა ზეციდან, უშვილო დედებს შვილები ეძლეოდათ, სნეულებათაგან იკურნებოდნენ, განსაცდელებიდან უვნებლად გამოდიოდნენ;
ღირსმა მამამ წინასწარ განჭვრიტა თავისი მიცვალების დღე. 105 წლის ასაკში, „სალმობასა თანა სიბერე დიდით“ დამძიმებულმა წმიდანმა, სიკვდილამდე სამი დღით ადრე უდაბნოს ყველა მამასახლისს სამ-სამი სეფისკვერი დაუგზავნა ევლოგიად და სამი დღის შემდეგ ყველანი თავისთან იხმო. როცა მამები შეგროვდნენ, წმიდა თეოდოსიმ მოიკითხა ისინი, დალოცა, შემდეგ კი ხელები აღაპყრო, ილოცა და სიტყვებით:
„ხელთა შენთა, უფალო, შეგვედრებ სულსა ჩემსა, “ მიიცვალა. ეს მოხდა 529 წელს. წმიდანი პატივით დაკრძალეს იმ გამოქვაბულში, სადაც დაიწყო მოღვაწეობა.

დღის საკითხავი:

“ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი, ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში”
“ყოველი დროის ცილისმწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წანააღმდეგაც თავად იბრძვის იგი”.
კონსტანტინე გამსახურდია
ბედნიერ კვირის დასაწყისს გისურვებთ 💖💖💖 მშვიდობიანი დღე.
13