მწვანილის სოუსები- გაზაფხულზე ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოჩნდება
1262 Views
Headline
Tbilisi · 6 months ago

კომპანია Herbia, რომელიც ადგილობრივ ბაზარს მწვანილითა და ბოსტნეულით ამარაგებს, რამდენიმე თვეში საკუთარი ბრენდის ქვეშ ახალ პროდუქტს გამოუშვებს. საუბარია, მწვანილის სოუსებზე, რომელიც საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებშიც გაიყიდება.

როგორც კომპანიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, მწვანილის სოუსები დაახლოებით, 2 თვეში გამოჩნდება და მისი ღირებულება ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

კომპანიის თანადამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე East fruit-თან საუბრისას აცხადებს, რომ რეჰანის, კამისა და ოხრახუშის სოუსები უკვე გაიგზავნა სამხრეთ კორეაში გამოფენაზე, სადაც დიდი მოწონება და დაინტერესება გამოიწვია. მისივე ინფორმაციით, ახალი პროდუქტი Herbia-ს ნედლეულისგან პარტნიორ საწარმოში მზადდება და პირველ ეტაპზე 10 დასახელების სოუსის წამოება იგეგმება.

ზურაბ ჯანელიძის თქით, პირველ ეტაპზე აქტიური ექსპორტი სამხრეთ კორეასთან იგეგმება, რომელიც უამრავი მსგავსი პროდუქტის იმპორტს ინდოეთიდან, ვიეტნამიდან და სხვა ქვეყნებიდან ახორციელებს. გარდა ამისა, კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, სეულში არის პარტნიორთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც ახალ პროდუქტს ელოდებიან. როგორც ზურაბ ჯანელიძე აცხადებს, კომპანია აქტიურ თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთანაც აპირებს.

კომპანია Herbia 2006 წელს დაფუძნდა, 2010 წელს კი, GlobalGAP-ის სერთიფიკატი მიიღო. ეს არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც შეფუთული მწვანილის წარმოება დაიწყო.

კომპანიას საკუთარი ფერმა წყალტუბოს რაიონში, 10 ჰექტარზე აქვს განთავსებული. საწარმოს მახლობლად მდებარეობს Herbia-ს შემნახველი და სამაცივრე მეურნეობაც. ამასთან, კომპანიას საკუთარი სამაცივრე და სადისტრიბუციო ავტომობილები ჰყავს.

ავტორი: ნინი ქეთელაური

P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bon.ge-ს მიერ.


Headline
Tbilisi · 6 months ago
15
Write a comment