ტურიზმი და ევროპა - რა გავლენას ახდენს კორონა ვირუსი ევროპის ტურიზმზე

0
კორონა ვირუსის მსოფლიოს 60 ქვეყანაში გავრცელებამ და ვირუსის შედეგად 3 ათასამდე ადამიანის გარდაცვალებამ ეკონომიკის დარგების უმეტესობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. მათ შორის ერთ-ერთია ტურიზმი, რომლის წილიც მსოფლიო ეკონომიკაში ყოველწლიურად იზრდება და მასში მილიონობით ადამიანია დასაქმებული. The Guardians-ის ინფორმაციით, კოროკა ვირუსმა განსაკუთრებით ნეგატიური გავლენა ევროპის ტურიზმზე მოახდინა. ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და ირანის შემდეგ კორონა ვირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში დაფიქსირდა. ვირუსს ქვეყანაში 20-ზე ეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთანავე, კორონა ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ევროპის ათზე მეტ ქვეყანაში. ამის გამო ევროპის ქვეყნებმა დროებით დახურეს ტურისტული ღირსშესანიშნაობები, შეზღუდეს ავიარეისები და გაამკაცრეს ზომები. ტურისტების რიცხვის შემცირება იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში ტურისტების დიდ ნაწილს ჩინელები, კორეელები, იაპონელები და ირანელები შეადგენენ, კორონა ვირუსის გავრცელებამ მათი რიცხვი საგრძნობლად შეამცირა. The Guardians-ის მიხედვით, ამ ქვეყნებიდან ტურისტების რიცხვი ბოლო თვეების განმავლობაში 41.7%-ით შემცირდა, რაც ადგილობრივ ტურიზმზე უარყოფითად აისახება. დახურული მუზეუმები, გაუქმებული ღონისძიებები კორონავირუსის გარცელების გამო, ჩრდილოეთ იტალიის ქალაქების უმეტესობაში მნიშვნელოვანი მასშტაბური ღონისძიებები დროებით გადაიდო ან გაუქმდა. ჩრდილოეთ იტალიაში ყველა დიდი მუზეუმი, საგამოფენო სივრცე და კულტურული დაწესებულება დროებით დაიხურა. ვენეციის კარნავალი, რომელიც ყოველწლიურად იმართება და მილიონობით ტურისტს იზიდავს დროზე ადრე, 23 თებერვალს დაიხურა. ამასთანავე, გაუქმდა 40-მდე საფეხბურთო მატჩი და შეიზღუდა მილანის მოდის კვირეულზე მიწვეულ დამსწრეთა რაოდენობა. ავიაკომპანიები მართალია ევროპის ქალაქების მიმართულებით ავიაკომპანიების უმეტესობა ავიარეისებს ამ დრომდე ასრულებენ, თუმცა რამდენიმე მიმართულება მაინც შეიზღუდა. ავიკომპანია WizzAir-მა იტალიის მიმართულებით 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ავიარეისების 60% გააუქმა. ამასთანავე, შეიზღუდა ავიამიმოსვლა იტალიის ქალაქ ბარისა და დიდი ბრიტანეთის აეროპორტებს შორის. ამასთანავე, ავიაკომპანიებმა Ryanair-მა, EasyJet-მა და Aegean-მა მგზავრებს იტალიის მიმართულებით უკვე შეძენილი ბილეთების 20 მარტის შემდგომ გადაცვლა ან თანხის უკან დაბრუნება შესთავაზეს. გაუქმებული ჯავშნები და ტურები კორონა ვირუსის გავრცელებამ ასევე მნიშვნელოვნად დააზარალა სასტუმროების ბიზნესი და ათასობით ადამიანმა სასტუმროებზე ჯავშანი გააუქმა. მაგალითისათვის, მხოლოდ უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, რომელიც ქვეყნის ყველაზე პოპულარულ მიმართულებას წარმოადგენს, სასტუმროს 40 000-ზე მეტი ჯავშანი გაუქმდა. ჩინელი ტურისტების შემცირების გამო დიდ ზარალს განიცდიან პოპულარული ევროპული კურორტებიც. ათასობით დამსვენებელი მთელი მსოფლიოდან თავს არიდებს იმ ადგილებს, სადაც, როგორც წესი, განსაკუთრებით ბევრი ჩინელი ჩადის. შესაბამისად, დაზარალდნენ ტუროპერატორებიც, რომლებიც დამსვენებლების რაოდენობის მნიშვნელოვან კლებას განიცდიან. ავტორი: ბექა ბერიაშვილი P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ.
0