ერთ დღეში გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევები გაორმაგდა, იტალიაში 50%-ით გაიზარდა

0
კორონავირუსის შემთხვევების რაოდენონა, ევროპის ორ ქვეყანაში: იტალიასა და გერმანიაში მკვეთრად გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ დასავლური მედია ავრცელებს. დოიჩე ველეს ცნობით, გერმანიაში პირველი მარტის მონაცემებით წინა დღის მონაცემებთან შედარებით, კორონავირუსის შემთხვევები გაორმაგდა. 29 თებერვალს გერმანიაში კორონავირუსის 66 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ხოლო პირველ მარტს ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 129-ს მიაღწია. რაც შეეხება იტალიას, CNN-ის ინფორმაციით, 48 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი თითმის 50%-ით გაიზარდა. 29 თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსის 1128 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, პირველი მარტის მონაცემებით კი ეს რიცხვი 1694-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 34 ადამიანია გარდაცლილი.
#news
#coronavirus
0