რამდენით პროცენტით გაიზარდა პროდუქტის ფასები?

0
საქსტატმა გამოაქვეყნა ყოველთვიური და წლიური ინფლაციის მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც 2020 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ახალი მონაცემების თანახმად, ერთ წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასი: ხილი ფასი 25.1%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 19.2%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 15.1%-ით. ამასთან, შაქრის, ჯემისა და სხვა ტკბილეულის ფასი 11.2%-ით გაძვირდა, ბოსტნეული და ბაღჩეული – 11.1%-ით, თევზეული –10, 3%-ით, უალკოჰოლო სასმელები – 8.7%-ით, ზეთი და ცხიმი – 7.4%-ით, პური და პურპროდუქტებიკი – 5.6%-ით.
#საქსტატი
#ინფლაცია
#პროდუქტები
#გაზრდილიფასები
#tbilisidaily
0