"წარმატების რეალური საიდუმლო ენთუზიაზმია"

0
ერთი შეხედვით ძალიან რთულია იყო წარმატებული, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად თუ შრომას და მონდომებას არ დაიშურებ, ყველაფერი გამოგივა. ბოლოს და ბოლოს, ერთხელ ცხოვრობ ადამიანი და ხომ  შეიძლება ისიამოვნო ცხოვრებით, მიიღო მაქსიმალური და იყო კმაყოფილი. ჩემს ირგვლივ ბევრი ადამიანია, ვისი მიღწევებიც მუნიციპალოტეტის, ერის სიამაყეა. რუბრიკა "წარმატებული წალენჯიხელებიც" სწორედ ამ მიზანს ემხრობა და მისი საშუალებით შევეცდები წარმატებული ადამიანები გაგაცნოთ. რუბრიკის პირველი რესპოდენტია მარიამ შეროზია.

მარიამ, გამარჯობა! პირველ რიგში მადლობა რომ დრო გამონახე და გამოცდილებას გვიზიარებ. უშუალოდ თემაზე გადავალ და დასაწყისისთვის, მკითხველმა რომ გაგიცნოს მოკლედ გვიამბე შენზე.

- გმარჯობა, ანი. მადლობა შენ დაინტერესებისთვის. დავიწყებ იქიდან, რომ ვარ 25 წლის, დაბდებული წალენჯიხაში.ვსწავკობდი თბილისის სახწლმწიფო კონსერვატორიაში, პროფესიით მუსიკათმცოდნე ჟურნალისტი, ხოლო დამატებითი პროფესიით ვოკალისტი ვარ.

სანამ უშუალოდ სამოქალაქო აქტივიზმზე გადავალ, მაინტერესებს, პროფესიის არჩევისას სირთულეები ხომ არ შეგხვედრია, მაშინ როდესაც დღევანდელი აბიტურიენტების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებს.

-ბავშვობიდან ჟურნალისტობაზე ვვოცნებობდი, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია.მუყაოსგან გამოჭრილი ტელევიზორიდანაც ვწამყვანობდი და წარმოსახვითი რესპოდენტებიც მყავდა, განსაკუთრებით სკოლაში, მაგრამ მიუხედავად ამისა მუსიკასაც ვერ ველეოდი. სანამ სკოლას მოვრჩებოდი და ჩავაბარებდი, კონსერვატორიაში ახალი ფაკულტეტი გაიხსნა, სამი მიმართულებით. მათშორის იყო მუსიკის ჟურნალისტიკა და მეც ორი ოცნება ერთდროულად ავიხდინე... პირველ პრიორიტეტად მეწერა და დიდად არც იმედი არ მქონდა, თუმცა.... მოხდა ისე, როგორც მოხდა...

იმედი ბოლოს კვდება! შენდა საბედნიეროდ ახალი ფაკულტეტის დამკვიდრება ორივე ოცნების ხორცშესხმაში დაგეხმარა. როდის დაიწყე აქტიური ცხოვრება და ზოგადად, რას ნიშნავს შენთვის იყო აქტიური მოქალაქე.

-კი, ნამდვილად ასეა. ძალიან ადრეულ ასაკში, ალბათ. ბუნებით ძალიან ობიექტური ადამიანი ვარ. ვერ ვგუობ უსამართლობას, ბულინგს. პროტესტის გაჩენასთან ერთად, რაღაცის შეცვლის სურვილი სულ მქონდა. სურვილი იდეად გადაიზრდებოდა და იდეა აუცილებლად უნდა მოსულიყო სისრულეში. შესაბამისად სამოქალაქო აქტივობაში გადაიზარდა და ამ ყველაფერთან ერთად პროფესიაც მიწყობდა ალბათ ხელს.

როგორც ვიცი რადიო ათინათშიც გამოიკვეთა თქვენი პროფესიით ჩართულობა. თუ შეგიძლია ამაზეც მოგვიყევი, საიდან დაიწყო შენი და ათინათის ისტორია..

- პირველივე კურსიდან ვცდილობდი პროფესიით მემუშავა. ვცდილობდი და გამომდიოდა კიდეც. ტელევიზიაშიც ვიმუშავე და მას მერე რაც თბილისიდან რაიონს დავუბრუნდი იყო რადიო ათინათიც. ადგილი, სადაც ყოველთვის ვპოულობდი ჩემს თავს. რადიო, რომელიც არ იყო უბრალოდ სამსახური, არ იყო უბრალოდ პროფესია, ეს იყო სულის საზრდო. 105.9 ჩემი ტალღა, ჩემი მსმენელი!

შრომას ყოველთვის აქვს შედეგი! როგორც ვიცუ გყავს შვილი. მაინტერესებს,მიუხედავად იმისა, რომ ვაჟკაცის დედა გქვია, როგორ ასწრებ დროსი გადანაწილებას, ისე რომ არც ერთი მხარე არ არის განაწყენებული.

-კი, მყავს 5 წლის სამყარო. ადვილი არ არის ასწრებდე ყველაფერს და იყო კარგი დედა, მაგრამ მე და გიო თავიდანვე ასე მოვდივართ. 2 კვირის იყო პირველად რომ წავიყვანე ფინალურ გამოცდაზე. ისიც შეეჩვია დედის გრაფიკს და ფეხი აუწყო ჩემეულ ცხოვრებას. ორივემ ზუსტად ვიცით, რომ ყველა კეთილი საქმე უპირველესად მისთვის კეთდება და ის არის სტიმული ყველა გათენების. ვცდილობ ვიყო კარგი შვილის აღმზრდელი კარგი დედა. რა გამოვა ამას დრო და მისი მომავალი გვიჩვენებს.

-ცოტა საქართველოს საზღვრებს გავცდები და გკითხავ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის განათლების პრობრამაზე, რომელსაც თუ არ ვცდები აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მასპინძლობდა. როგორ გახდი ამ პროგრამის

მონაწილე და მაინც, როგორია საზღვრებს გარეთ?

-გასულ ზაფხულს იყო ბაქო და იყო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პროგრამა, დაუვიწყარი დღეები და აზერბაიჯანული მოგონებები. ამას გარდაც იყო სხვა პროგრამებიც და სხვა ქალაქები. რამდენად სენსიტიური კითხვაა, - როგორია საზღვრებს გარეთ. იცით? თითქოს სიახლეები გაბედნიერებს და მუდმივად ძიებაში ხარ, მაგრამ შინაგანად გრძნობა გიმძაფრდება. მშობლიური ქვეყნის სიყვარული მძაფრდება, ოჯახის მონატრება, ქართულ-მეგრული სამზრეულო და ამ ყველაფერთან ათასობით კილომეტრი რომ გაშორებს შვილს. თუმცა განსხვავებული ტრადიციები, გარემო და ადამიანები ძალიან, ძალიან საინტერესოა ჩემთვის.

-ცხოვრება ძალიან დიდი სირთულეებს გვიმზადებს. საინტერესოა, იმედგაცრუების გრძნობა გქონია თუ არა და თუ კი, რამდენად უმოქმედია მას შენს სურვილზე

-ჰოომ, აი იმედგაცრუება! მქონია, ბევრჯერ და მწარედ. ძირითადად საკუთარ თავს ვაბრალებ, რადგან მგონია ყველას ისე ვუყვარვარ ან ისე მიმიღებს, როგორც მათ მე! შესაბამისად ბევრჯერ მტკენია! რამხელა სიცარიელეს ტოვებს! თითქოს სხეულს გინაწევრებენ, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე შინაგანად ძლიერდები. ამ იმუნიტეტით მოვდივარ დღემდე.

-იმედგაცრუების გრძნობა ბევრის ცხოვრებაში წინსვლის მოტივაციას კარგავს, მაგრამ როგორც ვხედავთ, შენ შემთხვევაში ასე არ მომხდარა. თქვენს ასაკში რთულია ერთბაშად ძალიან ბევრ საქმეს შეეჭიდო და

აქედან ყველა ბრწყინვალედ გამოგდიოდეს. მეტიც, ვიცით რომ დააფუძნეთ ვოკალური სტუდია "თოლიგე" . მოგვიყევი, როგორ შეძელი და რა ბარიერების გადალახვა მოგიწია მიზნის განსახორციელებლად.

-მაწითლებთ და ვერც ვიფერებ. დიახ, მეორე შვილს ვეძახი , , თოლიგე"-ს. ცხოვრების იმ ეტაპზე ყოფნისას, როდესაც ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ ყველაფერი მორჩა, მე გადავწყვიტე, რომ სულაც არა. ადამიანმა საკუთარ თავში უნდა ეძიო ძალა და ყოველთვის შეცვალო გარშემო არსებული რეალობა. ბევრი არც მიფიქრია, ზუსტად ვიცოდი, რომ ხსნა იყო სიმღერაში და საქმეში, რომელიც პირველ რიგში ჩემი შვილისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი და შემდეგ უკვე მისი თანატოლებისთვის. აქედან გაჩნდა ვოკალური სტუდია , , თოლიგე"და უკვე მესამე წელია წარმატებით და აქტიურად აგრძელებს ფუნქციონირებას.

-მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგ, სასიკეთო საქმეს ჩაუყარე საფუძველი! როგორც ვიცი საზაფხულო შემოთავაზებებიც გაქვთ "თოლიგეში". საინტერესოა, რას სთავაზობათ ახალგაზრდებს?

-დიახ. გვაქვს საზაფხულო სკოლა, სხვადასხვა მიმართულებებით, აქტივობებით და ძალიან მრავალფეროვანი პროგრამით. მორგებული სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას. სულ რაღაც ერთი კვირაა პირველი ნაკადი მივიღეთ და უკვე ძალიან კარგ შედეგამდე გავედით. ახლა მეტი ენთუზიაზმით ვართ და მოუთმენლად ველოდებით შემდეგი ნაკადის შემონათებას ჩვენს ხელოვნების კერაში.

-ძალიან მიხარია და ბარემ, ჩემი ბლოგის მკითხველებს თუ დაუანონსებთ თქვენ სამომავლო გეგმებს (თუ საიდუმლო არაა), მით უკეთესი.

-საიდუმლო ნამდვილად არაა. დავაანონსებ იმას, რომ სტუდიის კერძო მუსიკალურ სკოლად ჩამოყალიბებასა და ასევე, ფილიალის ზუგდიდში გახსნაზე ვმუშაობ.

რა კარგი სიახლეა, მოხარული ვარ! იმედგაცრუება, ტკენა, ყველაფერი ძლიერი ადამიანების ხვედრია. იმედგაცრუების შედეგი კი სახეზეა. ძალიან მიზანსწრაფული ადამიანი ხარ და მჯერა, რომ ის, ვინც ბლოგს წაიკითხავს,

ორმაგად დააფასებს ადამიანის ფენომენს! მინდა ძალიან ბევრი წარმატება გისურვო, რადგან ამას იმსახურებ! და ბოლოს, დიდი მადლობა ამდენად კარგი რესპოდენტობისთვის.

-მადლობა, რომ ბლოგის პირველ რესპოდენტად ამირჩიეთ. უდიდეს წარმატებებს გისურვებთ. ბევრ მკითხველს, მსმენელს და ა.შ ხოლო, რამდენად კარგი - ამას მკითხველი შეაფასებს...
#წარმატებულიწალენჯიხელები
#თოლიგე
#რესპოდენტი
#წარმატება
#წალენჯიხა
#ათინათი
#feedc
#ტექნოლოგიები
#ბიზნესი
#მოგზაურობა
#ხელოვნება
#ახალიამბები
0