127 Views
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 6 months ago

დე, მენატრები.......??

დეეე!... ნუ დამტოვებ მარტო...

ორად გაიპო გული,გული დარდების მახე,

მომნატრებიხარ დედა... წუხელ სიზმარში გნახე.

ხელი შემეხო შენი, სიმშვიდე ვიგრძენ სრული,

ბავშვი მეგონა თავი, უმალ დაწყნარდა გული.

ხმადაბლა მკითხე, ჩუმად - ხომ არ გიჭირსო რამე?...

თვალი აცურდა ცრემლში და დაგიმალე სახე...

როგორ გასულა დრო და კვლავ გაფრენილან წლები...

ხელი შემეხო შენი და შემიმშრალა ცრემლი.

თბილად მიმიკარ მკერდზე... ჩემად ვიგულე სივრცე,

მერე... გათენდა დილა, კვლავ უშენობა ვიგრძენ...

ეულად დავალ ქვეყნად, არც არას ვიტყობ თითქოს,

არადა ყველგან ვეძებ,შენი ხელების სითბოს!...

შემოგეხვევი ფიქრთ,როგორ თბილია კალთა,

შენი ღიმილის ნაცვლად,სიჩუმე მხვდება კართან!..

როცა წახვედი ჩემგან,დრომ შემაჩვია ლოდინს,

დეეე!... ნუ დამტოვებ მარტო,სიზმარში მაინც მოდი...

/ლია უკლება/

#goodplaces
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 6 months ago
4
Write a comment