აფხაზეთის მთავრობის გადატრიალება

0
აფხაზეთის ბოლოდროინდელ კრიზისს ღრმა ფესვები აქვს და ის სათავეს იმ პრობლემებიდან იღებს, რომლებიც სოხუმის ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა. ამ პრობლემებს შორისაა კორუფცია, დანაშაულის დონის ზრდა, ნეპოტიზმი, კლანური მმართველობა და, ზოგადად, არახელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია აფხაზეთში. სოხუმში მომხდარი მოვლენებისგან არაფერს უნდა ელოდოს არც რუსეთი და არც საქართველო. ეს არის პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი დეორგანიზაცია. ასეთი მოვლენების კვალდაკვალ ვერ ჩამოყალიბდება პოლიტიკა, სტრატეგია, ახალი გეგმები და იდეები. ეს არის კონფლიქტი, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკურ კრიზისთან. ეს არის სიტუაცია, როდესაც საუბარი არ მიმდინარეობს განვითარებაზე. ახალი ძალების მოსვლა ხელისუფლებაში აუცილებელია ახლებური ხედვის ჩამოსაყალიბებლად, რათა აფხაზეთი ეკონომიკურად განვითარდეს და ადგილობრივმა მოსახლეობამ შვებით ამოისუნთქოს. სამწუხაროდ, მთავრობა იმდენადაა ჩაფლული კორუფციაში, რომ ნაკლებად სავარაუდოა ასე მოხდეს. აქ ყვავის მექრთამეობა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ „საქმის ჩაწყობები“, გაძვირებული პროდუქტები, პრობლემები განათლების სფეროში და ა.შ. რაც უფრო მწვავდება კრიზისი სოხუმში, მით უფრო ნაკლებად , , ითმენს" აფხაზური საზოგადოება და „ხელისუფლება“ გალელების ფაქტორს - მათ ჯერ პასპორტები და მასთან ერთად ხმის უფლება ჩამოართვეს, შემდეგ - მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც ყველაზე მტკინვეულია გალის მოსახლეობისთვის. ფაქტი ერთია. არსებული და წინა მთავრობების პირობებში აფხაზებსა და ქართველებს შორის არანაირი სახის მოლაპარაკებები არ შემდგარა. იმედი ვიქონიოთ, რომ სულ მალე დადგება ის დღე, როდესაც აფხაზი და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გაერთიანდება. #აფხაზეთი #საქართველო #პოლიტიკა #მთავრობა #პრობლემა #რუსეთიოკუპანტია #sokhumidaily #opinion
0