შსს-მ ექვს ნახევარ მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკულული საშუალებები გაანადგურა

0
განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული 765 საქმის ფარგლებში ნივთმტკიცებულებად იქნა ამოღებული. დღეს კი, აკრძალული ნივთიერებები გარემოადაცვითი თანამრდროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიით დაწვეს. სულ განადგურებულია: 291 კილო და 340 გრამი "კანაფი“ , 18 კილო და 364 გრამი "მარიხუანა" , 290 გრამი "ჰეროინი", 981 აბი "სუბუტექსი", 630 აბი "კოდეინი", 448 აბი და 5, 46 გრამი "მდმა", 262 კაფსულა და 25 გრამი "პრეგაბალინი", 218 აბი და 16 გრამი "ტრამადოლი", 133 აბი "ამფეტამინი", 5 ამპულა "მორფინის ჰიდროქლორიდი", 53 გრამი "მეტადონი", 4, 5 გრამი "მორფინი" და 36 გრამი კანაფის ფისი. ნარკოტიკული საშუალებები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებისა და სასამართლოს განჩინების საფუძველზე განადგურდა.
#news
#politics
0