0
ზურაბ ქაფიანიძე სესილია თაყაიშვილზე :) „საზანოს თავზე ჩემი და სესილიას გავლას ვიღებთ, აპარატი გაფუჭდა, სესილიას სავარძელი მოართვეს, დააბრძანეს, მე – ნაბადი და წამოვწექი სესილიას გვერდით, ჩეროში, გზის პირას. ამ დროს ჩვენ გვერდით შავი „ვოლგა“ გაჩერდა და კინოსტუდიის ფინანსების დირექტორი სახეჩიძე გადმოვიდა – იქაური ყოფილა. ატყდა – როგორ ხარ, ჰაი და ჰუი... სესილია, როგორ უყვარხართ ჩემს მეუღლეს და როგორ უნდა თქვენი გაცნობა. – დაუძახე! გადმოვიდა ქალბატონი – საოცრად სათნო, ზრდილი, აი, ისეთი მწყაზარი, ქართველი ქალები რომ არიან. სახეზე გაწითლდა, სესილია რომ დაინახა, ლამის ხელზე აკოცა სესილიას, ისეთი მოკრძალებით, სითბოთი და კდემამოსილებით შეხვდა! ამ დროს სახეჩიძე ეკითხება სესილიას: – ქალბატონო სესილია, გადაღების საქმე როგორ მიდის? – აპარატს დაენძრა, – თქვა სესილიამ. სახეჩიძის მეუღლე გაშრა, შეცბა. სესილიამ შეამჩნია და უკან არ დაიხია: – თქვენა ხართ ამის ცოლი? – ჩემი ცოლია, ქალბატონო სესილია. სესილია გამშრალ და ფერდაკარგულ ქალს მიუტრიალდა: – მერე, არ გეშინია, კინოსტუდიაში ამდენი ბოზები რომ არიან და შენი ქმარი იქ მუშაობს?! ქალი წავიდა, მანქანაში ჩაჯდა. – ქალბატონო სესილია, ხვალ ან ზეგ ამოგივლით და ჩვენს ოჯახში ვივახშმოთ. ათმა ხვალემ და ზეგმა გაიარა და სახეჩიძე აღარ გამოჩენილა“.
#goodplaces
0