0
ბათუმში საქალაქო მიკროავტობუსების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. დეზინფექცია დღეს 600 მიკროავტობუსში განხორციელდა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქალაქო ტრანსპორტის სპეციალური ხსნარით დამუშავება დღეში ორჯერ მოხდება. სადეზინნფექციო ღონისძიებები კი კვირაში ორჯერ ჩატარდება. ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით პროცედურა ერთჯერადი არ იქნება და სამუშაოები რეგულარულად განხორციელდება.
#news
0