აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია მოწამლეს

0
2 მარტს ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია მოწამლეს. იგი კრასნოდარში, ერთ-ერთ ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამჟამინდელი ინფორმაციით ბჟანიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნულის შემდეგ, აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები სოლიდარობის გამო შეიძლება გადაიდოს. ე.წ. აფხაზეთის მთავრობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, თამაზ წხანკიამ რუსეთის რწმუნებულ მიხაილ მურაშკოს და კრასნოდარის ტერიტორიის ჯანდაცვის მინისტრს ევგენი ფილიპოვს თხოვნით მიმართა, რომ თვითაღიარებული ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების გაწევაში დაეხმარნონ. შეგახსენებთ, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს არის ჩანიშნული. #აფხაზეთი #საქართველო #არჩევნები #ასლან #ბჟანია #sokhumidaily
0